ლევან სუთიძე: მართლა რა თვითშეფასებით გაიზარდეთ ასეთით, რომ ბიძინას იქით თავს ფასს არ ადებთ?

ლევან სუთიძე, “ტაბულას” ჟურნალისტი, რედაქტორი და რელიგიის მიმომხილველი:
ამდენი ხნის შემდეგაც კი მძიმეა იმის დანახვა და გააზრება, რომ საქართველოში არის ქართველი, რომელიც გულშემატკივრობს მტერს, ეზიზღება მოყვარე, სძულს ჭეშმარიტება…
გადავავლე თვალი სამთავრობო პროპაგანდას, რეჟიმის უწინ შედარებით დავარცხნილ წარმომადგენლებს, მათ მხარდამჭერებს და ეს რა გჭირთ, ხალხო?
ასე რამ დაგაბნელათ?
მართლა რა თვითშეფასებით გაიზარდეთ ასეთით, რომ ბიძინას იქით თავს ფასს არ ადებთ?
ძალაუფლების პყრობამ ან მასთან სიახლოვემ ასე როგორ გაანადგურა თქვენი ღირსება, რა ნარკოტიკზე შეგსვათ ასეთზე?
პრივილეგიებმა იცის თვითშეფასების მკვლელობა – როცა ძალიან დიდხანს თანასწორ კონკურენციაში არ მონაწილეობ, რაღაც დროს იჯერებ, რომ პრივილეგიების გარეშე ცოტა, ნაკლები ან არაფერი ღირხარ და მათ გარეშე ნულდები.
შემდეგ იწყებ სინდისის ანესთეზირებას და მიდიხარ აქამდე.
ღალატამდე მიდიხართ, ხალხო, ამას როგორ აკეთებთ, პუტინს როგორ გულშემატკივრობთ?
რა მშვიდობას უფრო ადრე იძახდით, მდინარაძის მოგონილ ამ ყალბ და ფუყე სისულელეს, ამ სინამდვილისგან ატროფირებას როგორ აჭმევთ გონებას, თავმოყვარეობა სულ დაკარგეთ?
მრავალი თქვენგანი მერიტოკრატიაში, თანასწორ შესაძლებლობებსა და კანონის უზენაესობაში აყვავდებოდა, მაგრამ ეს გზა აირჩიეთ.
ერთი შეშლილი უვიცის და მისი ფანტაზიორების მორჩილება არჩიეთ.
ძალიან მძიმე სანახავია.