ლევან სანიკიძე – 26 ოქტომბერი არის რეფერენდუმის დღე, როდესაც გადავწყვეტთ 27 ოქტომბერს დადგეს ახალი 26 მაისი, თუ 25 თებერვალი – ეს არის არჩევანი, ან ირჩევ ილიას, ექვთიმეს, ქაქუცას გზას, ან ბიძინას და პუტინის გზას

26 ოქტომბერი არის რეფერენდუმის დღე – დღე, როდესაც ჩვენ გადავწყვეტთ 27 ოქტომბერს დადგეს ახალი 26 მაისი, თუ 25 თებერვალი. ამ ბრძოლაში ყველა ხმა მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა 26 ოქტომბერს უნდა გააკეთოს არჩევანი, რომელიც ქვეყნის ბედს გადაწყვეტს.
„ზუსტად, 3 დღე დარჩა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებამდე. 26 ოქტომბერი არის რეფერენდუმის დღე. დღე, როდესაც ჩვენ გადავწყვეტთ 27 ოქტომბერს დადგეს: ახალი 26 მაისი, თუ 25 თებერვალი. ეს გასცდა ყველანაირი სოციალური დაპირების, ეკონომიკური დაპირებების ჩარჩოებს. აქ არჩევანის გაკეთება, პირველ რიგში, გვიწევს იქნება, თუ არა ქართული სახელმწიფო და სად იქნება ის – ევროკავშირში თუ ს შემადგენლობაში. მოვუხდით თუ არა სეპარატისტს და ოკუპანტს ბოდიშს გადავწერთ, თუ არა საქართველოს ისტორიას. გავარჩევთ, თუ არა მტერს მოყვრისგან. ვიცხოვრებთ, თუ არა შიშებით შეპყრობილი ოლიგარქის ჭკუაზე?! – დიახ, სწორედ ეს არის არჩევანი, ან ირჩევ ილიას გზას, ექვთიმეს გზას, ქაქუცას გზას, ან ირჩევ ბიძინას გზას, პუტინის გზას. ამ ბრძოლაში ყველა ხმა მნიშვნელოვანია. გახდი დიდი გამარჯვების თანამონაწილე. გამარჯვების, რომლითაც მთელი ცხოვრება იამაყებ”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ, რომლის განცხადებასაც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ