ლევან სანიკიძე: ჩვენი ჯარი იყო მართალი, გიორგი ანწუხელიძე იყო მართალი, მოვიგეთ სტრასბურგსა და ჰააგაში, არავისთან არაფერი არაა სამტკიცებელი

“დარწმუნებული ვარ, რუსული მხარე ჰააგაში ამის მეათედს არ იკადრებდა. კატასტროფაა, წარმოუდგენელი სირცხვილია რაც რუსთაველზე მდებარე ე.წ. პარლამენტის შენობაში ხდება.
ჩვენი ჯარი იყო მართალი, გიორგი ანწუხელიძე იყო მართალი, მოვიგეთ სტრასბურგსა და ჰააგაში, არავისთან არაფერი არაა სამტკიცებელი.
გენერლები მივიდნენ, ეს იყო მათი გადაწყვეტილება. ამის შემყურე რაც ახლა ხდება მე არ მივიდოდი, მაგრამ მე არ მაქვს ის ვალდებულებები დაღუპულებთან რაც მათ აქვთ, ამიტომ რთულია მათ მდგომარეობაში თავის ჩაყენება.
ერთი კი ფაქტია, აზრი არ აქვს ამ კომისიაზე მისვლას. მნიშვნელოვან კითხვებზე სამხედროების მხრიდან პასუხის გაცემა კარგია, მაგრამ დღეს რასაც ვხედავთ ამად აღარ ღირს,” – წერს სოციალურ ქსელში ლევან სანიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას