ლევან სანიკიძე – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კონკრეტული სანქციები გამოყენებული იყოს არა ჩვენი თანამოქალაქეების, არამედ ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ვერტიკალის წინააღმდეგ

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კონკრეტული სანქციები გამოყენებული იყოს არა ჩვენს თანამოქალაქეებზე, არამედ ივანიშვილის „ქართული ოცნების“ და სახელისუფლებო ვერტიკალის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ლევან სანიკიძემ აღნიშნა, ს და ს სურვილია, ქართველებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეთ.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ უვიზო მიმოსვლის და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი არ გავრცელდეს ჩვენს 4 მილიონ თანამოქალაქეზე, რომელიც ამ დიდ სიკეთეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი დანიშნულებით იყენებს – ეს არის ოჯახის წევრების ნახვა, ტურისტული მიზანი, ჯანმრთელობის უეცარი გაუარესების შემთხვევაში, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, სარჩო-საბადებლის პოვნა, სტუდენტური სამუშაოები და ასე შემდეგ, რასაც ჩვენი თანამოქალაქეები ყოველდღიურად იყენებენ. ივანიშვილის და ს სურვილია ცალსახად, რომ ეს შესაძლებლობა ქართველებს აღარ ჰქონდეთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კონკრეტული სანქციები გამოყენებული იყოს არა ჩვენს თანამოქალაქეებზე, არამედ ივანიშვილის „ქართული ოცნების“ და სახელისუფლებო ვერტიკალის წინააღმდეგ, რომ დასავლეთისგან ეს დარტყმა მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა იგრძნონ“, – განაცხადა სანიკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა