ლევან სანიკიძე: “ქართულ ოცნებას” ჯერაც პასუხი არ გაუცია. სამაგიეროდ პასუხი მივიღეთ მარია ზახაროვასგან

“ყურადღება!
გუშინდელ ჩემს განცხადებას ყაველაშვილის რუსულ ვიზიტზე ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა როგორც საქართველოში, ისე რუსეთის ფედერაციაში.
“ქართულ ოცნებას” ჯერაც პასუხი არ გაუცია.
სამაგიეროდ პასუხი მივიღეთ მარია ზახაროვასგან.🙃
“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ვერც დაადასტურა და ვერც უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი მოსკოვში 9 მაისს გამარჯვების დღის დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად არის მიწვეული.”
მე კი არ გამცენ პასუხი, ზახაროვას უპასუხონ. ჩემი ინფორმაცია დადასტურებულია!
რაც შეეხება გუშინ “საიდან გაქვთ ინფოს” გურუებს, გახარიას და ჩერგოლეიშვილის ფანკლუბს გუშინ ფეხსაცმელებიდან რომ ამოხტით, ახლა მაინც მოდით აზრზე, ძვირფასებო,” – წერს ლევან სანიკიძე საოციალურ ქსელში და აქვე აქვეყნებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. 

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება