ლევან სანიკიძე – „ქართულ ოცნებას“ აშშ-სთან ვითარების ნორმალიზაციის მცდელობა აქვს და ჩვენ იქ მათი ლობისტების ნაკვალევი დაგვხვდა, 4 ოქტომბერი კი პროტესტის ახალი ტალღის დასაწყისი იქნება, რომელიც შეიძლება იმავე დღეს დასრულდეს

„ქართულ ოცნებას“ -ს მთავრობასთან ვითარების ნორმალიზაციის მცდელობა აქვს და ჩვენ იქ მათი ლობისტების ნაკვალევი დაგვხვდა, მაგრამ რანაირი ავტორიტარიც არ უნდა იყო, შეუძლებელია შენი გავლენა იყოს მყარი თუ აშშ როგორც ხელისუფლებას არ გაღიარებს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, აშშ-ში ვიზიტის დროს ყველა ის გზავნილი და პრობლემა ჩაიტანეს, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს და პარტნიორებს გააცნეს.
„ჩვენ აშშ-ში ყველა ის გზავნილი ჩავიტანეთ, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს, ყველა ის პრობლემა, რომელსაც ივანიშვილი განსაკუთრებით ბოლო 1 წლის განმავლობაში ქმნის, ასევე ვისაუბრეთ იმ ავტორიტარულ ნაბიჯზე, რომლებსაც „ქართული ოცნება“ დგამს ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ, პოლიტპატიმრებისა და მედიის საკითხზე, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის შეჩერების საკითხსა და საქართველოს რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან საგანგაშოდ სწრაფად დაახლოებაზე. საუბარი ასევე შეეხო ანაკლიის პორტს. სენატსა და კონგრესში არსებობს ჩამოყალიბებული კონსენსუსი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რაობასთან დაკავშირებით. „ქართულ ოცნებას“ აშშ-ს მთავრობასთან, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ვითარების ნორმალიზაციის მცდელობა აქვს და ჩვენ იქ მათი ლობისტების ნაკვალევი დაგხვდა, მაგრამ რანაირი ავტორიტარიც არ უნდა იყო, შეუძლებელია შენი გავლენა იყოს მყარი თუ აშშ როგორც ხელისუფლებას არ გაღიარებს.
„MEGOBAR აქტთან“ დაკავშირებით არის პროცესუალური პრობლემები, რომელიც აღმოფხვრილი იქნება. ვნახეთ, რომ კონგრესში კიდევ ერთი დამატებითი აქტის მიღება მოხდა, სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტთან ერთად, რომელზეც მიბმულია „MEGOBARI აქტი“, შესაბამისად შესაძლებელია საგარეო პრესის ზრდა, თუმცა ეს ქვეყნის შიგნით აქტიურობის გარეშე შეუძლებელია. საქართველოში სახელმწიფო ინტერესების დაცვა არის ნომერ პირველი ვალდებულება, რომელიც მოიცავს ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
რაც შეეხება ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიმართ „ქართული ოცნების“ წევრების მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, ლევან სანიკიძე აცხადებს, რომ ჯო უილსონი საქართველოს დიდი მეგობარია.
„ჯო უილსონი საქართველოს დიდი მეგობარია, ის არის ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, რომლის მთავარი მიზანიც არის რიგ სახელმწიფოებთან მიმართებაში, სადაც ადამიანები და მოქალაქეები თავისუფლებისთვის იბრძვიან, ამ ბრძოლაში ხელის შეწყობა. ჯო უილსონი თავის კოლეგებთან ერთად მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს.
რაც შეეხება იმ თანხებს, რომლებზეც ოპონენტები საუბრობენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მძიმე ფინანსურ კრიზისში, მოგვიწია ცენტრალური ოფისის გაყიდვა და იქიდან მიღებული ფინანსური რესურსის ნაწილი, პარტიამ გადაწყვიტა დაეხარჯა, დიახ, საგარეო წნეხის გაძლიერებაზე „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ. აშშ-ში არის ლობისტური კომპანია, რომელიც მოტივირებულია საქართველოს, „MEGOBARI აქტის“, პოლიტპატიმრების გათავისუფლების – ს, ახლა უკვე სა და სხვა პოლიტიკური ლიდერების, ივანიშვილის რეჟიმის მხილების საკითხების აქტუალიზაციით და ორიენტირებულია ამ ქვეყნის თავისუფლების ბრძოლაზე. ივანიშვილის ტაქტიკაა, რომ თეთრი სახლი იქნება, სახელმწიფო დეპარტამენტი, კონგრესი თუ სენატი საქართველოს საკითხი მივიწყებული იყოს და ქართული სახელმწიფო დღის წესრიგიდან გაქრეს და ყველაზე დაბლა მოთავსებულ საქაღალდეში იყოს მოთავსებული.
„ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მემკვიდრეობა, რომელიც ამ პარტიას აძლევს საშუალებას, რომ საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობები იმ ნიშნულზე დააბრუნოს, როგორზეც 2005 წელს იყო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი, აშშ-ს პრეზიდენტს მასპინძლობდა, მაშინ როდესაც ამერიკის ვიცე პრეზიდენტებისა და სახელმწიფო მდივნების ვიზიტი ჩვეულებრივი ამბად ითვლებოდა საქართველოში. დღეს სენატორისა და კონგრესმენის ჩამოსვლის ამბავი ბოლოს როდის გავიგეთ?“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, ლევან სანიკიძემ, 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის ს პარალელურად დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, ბრძოლის მთავარი შემოქმედი არის ქართველი ხალხი და ამ პროტესტის წარმატება დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი ადამიანი გამოვა რუსთაველის გამზირზე.
„ამ ე.წ. 3000 ათასი საარჩევნო უბნის მაგივრად მოვლენათა ეპიცენტრი რუსთაველის გამზირი იქნება.
ბუნებრივია, ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის დაკავება ამ პროცესისთვის დიდი დარტყმაა, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უკან უნდა დავიხიოთ ან ფარ-ხმალი უნდა ჩამოვყაროთ. პირიქით, ეს მოტივაციას უჩენს ჩვენს ბევრ თანამებრძოლს. ფაქტია, ლევან ხაბეიშვილის აქტიურობა, მისი რიტორიკა, მისი ინფორმაციები – „ქართული ოცნების“ შიგნით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით – მძიმე და რთული იყო როგორც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისთვის, ისე ჩვეულებრივი მხარდაჭერებისთვის. „ქართული ოცნება“, რომელიც აცხადებს, რომ მათ სტაბილური ხელისუფლება აქვთ და ვერავინ ვერაფერს დააკლებს, აღმოჩნდა, რომ შესაძლოა აქედან რაიმე გამოვიდეს, ამიტომ ლევანს გარე სამყაროსთან კავშირი შეუზღუდეს.
რაც შეეხება კობახიძის მუქარას, რომელიც -ს ახალი მენეჯმენტის ძალით გვემუქრება, გეტყვით, რომ ახლა ისინი კადრების რამენაირად შევსებით არიან დაკავებულები. ასევე, მას შეუძლია ასე თავის გუნდის წევრებს – ყოფილ პრემიერ-მინისტრს და სუს-ის უფროსს დაემუქროს და ერთმანეთთან სროლით დაკავდნენ. ჩვენ კონსტიტუციის ფარგლებში კანონიერად და მშვიდობიანად ვაპირებთ პროტესტის სისრულეში მოყვანას, ხელი არ უნდა წაუცდეთ. 28 ნოემბერს ხელი ვის წაუცდა, ჩვენ თუ მათ? შემდეგ 400 კაცს, რომ სახის ძვლები დაულეწეს და ქალებს პოლიციის მანქანებში და განყოფილებებში სექსუალურად ავიწროებდნენ, მაშინ ხელი ვის წაუცდა? ის ადამიანები, რომლებიც ახლა ციხეში არიან, ისინი ამ ქვეყანას იცავდნენ და ერთი პოლიციელი არ არის დაკავებული, ეს მუქარა გეკა გელაძემ ირაკლი ღარიბაშვილს და გრიგოლ ლილუაშვილს გაუგზავნოს!“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.
რაც შეეხება პოზიციას, რომ „მოქალაქეები დილას არჩევნებზე წავიდნენ, საღამოს კი რუსთაველის გამზირზე“, ლევან სანიკიძის თქმით, „რუსთველის გამზირზე არ იქნება კონტროლიორი, რომ ვინმეს ბილეთი მიჰყიდოს. შესაბამისად, ვისაც უნდა, მივა და დადგება“.
„მასპინძელი ქართველი ხალხია, არავითარი წინააღმდეგობა არ იქნება [იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობა], მაგრამ იქ მყოფი საზოგადოებისთვის ამ ადამიანებმა დაუშვეს, მსუბუქად რომ ვთქვათ, კატასტროფული შეცდომა. როდესაც მელიქიშვილის გამზირზე ქალებზე ძალადობდნენ და ამ დროს მოჩვენებითი „ივენთი“ ტარდება ურბანულ საკითხებთან დაკავშირებით და იდება კატებთან გადაღებული სურათები, ეს სიტუაციის ნორმალიზაციის მცდელობაა? ევროპულ დედაქალაქებში ივანიშვილისთვის გამზადებული სანქციები არ წესდება იმის გამო, რომ რიგი სახელმწიფოები ელოდებიან 4 ოქტომბერს რა მოხდება. ყველას რომ გვეთქვა, რომ ეს არჩევნები არ არის, ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშლა, ტექნიკური პროცესი იქნებოდა. არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების ხედვაა, რომ პროტესტი მოკვდა და არ სჯერათ ქართველი ხალხის პროტესტის“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.
რაც შეეხება საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ შემოტანის საქმეს და აღნიშნული ფაქტის 4 ოქტომბრის აქციასა და უკრაინის სპეცსამსახურების შესაძლო კვალის შესახებ „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებულ განცხადებებს, ლევან სანიკიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უკრაინის სპეცსამსახურებთან არავითარი კავშირი არ აქვს.
„არავითარი კავშირი არ გვაქვს და არ გვექნება. მე სპეციალურად გადავხედე ამ მუხლით აღძრული საქმეების რაოდენობას „ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან – 2014, 2016, 2018, 2019, 2020, 2021-ში და ახლა არჩევნების წინ აღძრეს საქმე, რადგან მათ პროპაგანდას მუდმივად სჭირდება რაღაც საკვები. მიზანი კი რუსთაველის გამზირზე ცოტა ხალხის გამოსვლაა. ივანიშვილის შიშია რუსთაველის გამზირზე ასობით ათასი ადამიანის ნახვა. ამ პროცესს აკვირდებიან ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც ყველა, ეს კი იმ ოპოზიციისთვისაც პრობლემაა, რომლებიც წარმოუდგენელ ნაბიჯს დგამენ და ფსევდო არჩევნებში მონაწილეობენ. ეს პროტესტის ახალი ტალღის დასაწყისი იქნება, რომელიც შეიძლება იმავე დღეს დასრულდეს. ესაა „ქართული ოცნების“ სახე – მოყვარე, სუვერენიტეტისა და ქრისტიანული ღირებულებების დამცველად წარმოგვიდგინოს, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ რუსებს სამშვიდობოები ეძახა და ქართველ ჯარისკაცებს „მოროდიორები“, უკრაინელებს კი მტრად აცხადებენ. ასე ამოტრიალებული აქვს ამ ხელისუფლებას ყველაფერი.
ასევე, ძალიან ნერვიულობენ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების ბედზე, რომ ვითომ ჩვენ მათ ვაბულინგებთ და ხალხს წინ ვუდგებით, რომ არჩევნებზე არ წავიდნენ, რატომ ჯავრობენ ამაზე? დაანებონ თავი იმ ოპოზიციის ქომაგობას, რომელიც იმ რუსულ სპეცოპერაციაში შევიდა, სადაც არ უნდა შესულიყო“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.