ლევან სანიკიძე – ქართული პოლიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ტრიალებს: „ოცნება“ დღის წესრიგს ჩვენი პარტიის წინააღმდეგობის საფუძველზე აგებს, ოპოზიციური პარტიები იდენტობას იშენებენ, რომ „ნაცები“ არ არიან, აბა ვინ არიან?

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, ქართული პოლიტიკური სივრცე წლებია მისი პარტიის გარშემო ტრიალებს.
როგორც სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ბოლო 13 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგობის საფუძველზე აგებს, ხოლო ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი საკუთარ იდენტობას იმით განსაზღვრავს, რომ „ნაცები არ არიან“.
„მასშტაბური პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი არის „ნაციონალურო მოძრაობა“ . ქართული პოლიტიკა ტრიალებს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო. 13 წელია „ქართული ოცნება“ ხომ ყველაფერს „ნაციონალურო მოძრაობის“ გარშემო აშენებს. ოპოზიციური პარტიები იდენტობას რითი იშენებენ? – რომ „ნაცები“ არ არიან. აბა ვინ არიან? კაი, „ნაცი“ არ არის, ვინ არის?“, – განაცხადა სანიკიძემ.
მისი შეფასებით, არსებული ვითარების ფონზე ოპოზიციის შიგნით ურთიერთბრალდებები არასწორია, რადგან ოპოზიციონერი დღეს ნიშნავს ადამიანს, რომელიც ხელისუფლების რეპრესიების ქვეშ იმყოფება.
სანიკიძის განცხადებით, ს ხელისუფლების დასუსტება მხოლოდ ქუჩის პროტესტით არ მიიღწევა და პროცესის გადამწყვეტი ნაწილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარეობს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ფართო ოპოზიციური გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ვერ შედგება და პარტიას გააჩნია მრავალწლიანი საერთაშორისო კონტაქტები, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობისა და ს კონტაქტები.
„ისეთი ვითარებაა, როდესაც ოპოზიციაზე დამატებითი ისრების გადმოტანა არ მგონია სწორი. ამ ქვეყანაში ოპოზიციონერი ნიშნავს გადისიდენტებულ ადამიანს, რომელიც არის ხელისუფლების რეპრესიების ქვეშ მოყოლილი. ივანიშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირება მარტო ქუჩაში არ გადის. ჩემი ღრმა რწმენით, ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშლის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ბერკეტი – 70%-ი წყდება გარეთ, დანარჩენი 30%-ი შიგნიდან.
ტალღას აქვს თავისი ლოგიკური მომენტი, რომელსაც სჭირდება მზადება. მგონია, რომ ჩვენ ამ პერიოდში ვართ. არ მაქვს შეგრძნება, რომ ხვალ 200 ათასი კაცი გამოვა. ბიძინა ივანიშვილს მთავარი შიში აქვს ქვეყნის გარეთ. ამ შემთხვევაში ‘ნაციონალურ მოძრაობის“ საგარეო გუნდზე მეტს არავინ აკეთებს. ეს არის პარტიის თავმჯდომარე, საგარეო მდივანი, ს კონტაქტები… არავის გამოუვა დიდი ოპოზიციური გაერთიანება შედგეს და „ნაციონალური მოძრაობა“ იქ არ იყოს, ეს არ გამოვა.
ჩვენი თვით მიზანი არ არის ბანერის წინ გამოჭენება. ერთ კადრს ვერ ნახავენ ისეთს, სადაც ასე მივდივარ , ეს არ არის ჩემი თვით მიზანი“,- განაცხადა სანიკიძემ.
ლევან სანიკიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ამ ეტაპზე აღარ აქვს მაღალი დონის საერთაშორისო აქტივობა და ის ვერ ახერხებს საერთაშორისო არენაზე საზოგადოების ხმის აქტიურად გაჟღერებას.
მისი თქმით, საპარლამენტო ს გაყალბებიდან პირველი 3-4 თვე, ზურაბიშვილი სარგებლობდა არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის ლეგიტიმაციით, არამედ მთელი ოპოზიციის მხარდაჭერით.
„მითხარით ს ბოლო საერთაშორისო დიდი ვიზიტი ან ვის ჩამოართვა ხელი, ან ვის ესაუბრა, ან სად გააჟღერა ხალხის ხმა. მას ჰქონდა ეს მომენტი, ეს მომენტი იყო საპარლამენტო ს გაყალბებიდან პირველი 3-4 თვე, მაშინ როდესაც მთელი ოპოზიცია შეკრული იყო მის გარშემო. სარგებლობდა არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის ატრიბუტიკით, არამედ ოპოზიციის საერთო ატრიბუტიკით – ოთხივე ბარიერ გადალახული კოალიცია ვამბობდით, რომ ეს ქალი ლიდერია, ქალბატონი სალომე. ეს, რაც არ აქვს, მას შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს აქვთ გამართული შეხვედრები – იქნება ეს , ფრიდრიხ მერცი …. “,- განაცხადა სანიკიძემ.
კითხვაზე, რატომ არ ახორციელებს აქტიურ საერთაშორისო ვიზიტებს, სანიკიძემ განაცხადა, რომ ამის მიზეზი პოლიტიკური მხარდაჭერის არქონაა.
სანიკიძის თქმით, ზურაბიშვილი არ წარმოადგენს არც „ლელოს“, არც გახარიას გუნდის, არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც სხვა ოპოზიციური ძალების პოზიციას და მისთვის ლიდერის სტატუსი არც ოფიციალურად და არც პოლიტიკურად არავის მიუნიჭებია.
„იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კონტაქტები ყოველთვის იყო ცხელი. ეს არის 2003 წლიდან დაგროვილი კონტაქტები. იმიტომ ვარ პარტიის წევრი, სხვანაირად რომ მიმაჩნდეს, რომ ინდივიდუალური თამაშით შესაძლებელია რამეს გახდომა, შეძლება არ გადამედგა ეს ნაბიჯი. მჯერა, რომ ასეთ თამი პოლიტიკური პარტიის ზურგი არის კრიტიკული მნიშვნელობის მატარებელი და სალომე ზურაბიშვილი ამჟამად არის მარტო. ის არ წარმოადგენს „ლელოს“ პოზიციას , არც გახარიას გუნდის პოზიციას, არც „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას , არც დანარჩენებისგან გამიგია, რომ ლიდერად გამოეცხადებინოთ“,- განაცხადა სანიკიძემ.