ლევან სანიკიძე: ქართველი ახალგაზრდების ძალიან დიდი გამარჯვება მოგვაქვს ბრიუსელიდან!

პოლიტიკოსი ლევან სანიკიძე:
ქართველი ახალგაზრდების ძალიან დიდი გამარჯვება მოგვაქვს ბრიუსელიდან!🇪🇺🇬🇪✌🏻
ახალგაზრდული ევროპის სახალხო პარტიის (YEPP) რიგით მე-15 კონგრესმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციას დაჩქარებული წესით გაწევრიანებას ერთხმად დაუჭირა მხარი.
ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გამარჯვება, ეს თითოეული პატრიოტი ქართველი ახალგაზრდის გამარჯვებაა!
საქართველოზე გაკეთებულ ჩვენს განცხადებას უწყვეტი ოვაციები მოჰყვა, საოცარი განწყობაა ევროპის მომავალ ლიდერებში.
ამ კონგრესზე ჩვენი დელეგაცია, როგორც დამკვირვებელი წევრი ბოლო რიგში იჯდა. საქართველოს ადგილი ბოლო რიგში არაა!
შემდეგი სესიებიდან ჩვენი მოწინავე, ღირსეული ადგილი გვექნება!
ევროპის ყველაზე დიდ ახალგაზრდულ პოლიტიკურ ორგანიზაციაში, სადაც 40-ზე მეტი დასავლური სახელმწიფოს 60-მდე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციაა გაწევრიანებული, ახალგაზრდული ნაციონალური მოძრაობა სრულუფლებიანი წევრის სტატუსით ისარგებლებს და მონაწილეობას მიიღებს ევროპული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ეს არის პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქართველი ახალგაზრდები ევროპული პოლიტიკის ფორმირებაში მიიღებენ მონაწილეობას.
დღესვე საგამონაკლისო წესით კენჭი ეყრება სასწრაფო რეზოლუციას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, რომელსაც სრული მხარდაჭერა ექნება.
აი, ზუსტად ასე შევიყვანთ საქართველოს ევროკავშირში, აქ არის ჩვენი ადგილი!
ეს არის ჩემი თაობის მისია!
მომავალი ჩვენია!

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა – როცა აშშ-ი საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან: – ჩვენ მათ ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა