ლევან სანიკიძე: სწორ მხარეს დგომა არასდროს მომერიდება და სოლიდარული ვარ დღეს რეპრესირებული ბიჭების მიმართ, მაგრამ ბევრისთვის მორალური ბარიერები ამოაშენეთ

ლევან სანიკიძე:
პროტესტისგან დისტანცირება და 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში შესვლა როგორ შეიძლება იყოს სწორი ჩემამდე არ დადის.
მგლის თავზე სახარების კითხვასავით არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ზუსტად ბრძოლის ინსტიქტი უნდა გკარნახობდეთ, რომ საზოგადოების მებრძოლი ნაწილის წინააღმდეგ წასვლა პერსონალურ კატასტროფებით დამთავრდება.
გაეშვით ამ კრეტინულ იდეას, პირადად მაინც ხომ არ უნდა ერიდებოდეს ხალხს თქვენთვის გამოქომაგება, როცა დღევანდელის მსგავსად რეჟიმის მსახურები ქუჩიდან გაგიტაცებენ და შარდის ჩაბარებაზე “მოგაწვებიან”?
მე სწორ მხარეს დგომა არასდროს მომერიდება და სოლიდარული ვარ დღეს რეპრესირებული ბიჭების მიმართ, მაგრამ ბევრისთვის მორალური ბარიერები ამოაშენეთ.
ერთიანობის მაგივრად, ოპოზიცია დაშლისთვის გაწირეთ, ფეხებზე დაიკიდეთ ხალხის ინტერესი.
ზუსტად ამ რეჟიმს ამაგრებთ და აძლევთ ლეგიტიმაციას და რატომ? ვიღაცას ასე მოუნდა?
ძლიერი საქართველო • Dzlieri Sakartvelo