პოლიტიკოსი ლევან სანიკიძე:
საერთაშორისო იზოლაცია უბრალოდ ანადგურებს “ქართულ ოცნებას”. ეს არის ფაქტი და მოცემულობა.
მერე გეტყვიან არ უმუშავია პროტესტს და საპარლამენტო ბოიკოტსო.
საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება მიუღებელია არათუ დემოკრატიული სამყაროსთვის, არამედ ავტოკრატული რეჟიმებსთვისაც.
მთელი მათი პროპაგანდა ჩინეთზე იყო გადაწყობილი და იქაც აღარ მიიწვიეს.
ივანიშვილმა დაკარგა მთავარი ფუნქცია, რომლითაც ქვეყნის გარეთ ვაჭრობდა – ის აღარ არის სტაბილურობის გარანტი, ვეღარ უჭირავს ძალაუფლება.
ესენი რომ თავისუფლად მოძრაობდნენ დასავლეთში, ძველებურად ჰქონდეთ კავშირი, 2028 წლამდე გამარჯვების ნულოვანი შანსი გვექნებოდა, არავითარი ვერტიკალის შლა არ დაეწყებოდათ. არც არავის მოხსნიდა და გამართული ქსელი დარჩებოდა.
მოკლედ, იმაზე უკეთ მიდის ყველაფერი ვიდრე გვგონია.
მთავარია გვჯეროდეს, რომ დღეს ბოლო ქოცური შემოდგომა დაიწყო!