ლევან სანიკიძე: როდიონოვი რუსი მაინც იყო და იმათგან არაფერი მიკვირს, მაგრამ ესენი საერთოდ ვინ არიან? რა ქრისტიანობა, რა ქართველობა, რა კაცთმოყვარეობა?

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე:
როდიონოვი რუსი მაინც იყო და იმათგან არაფერი მიკვირს, მაგრამ ესენი საერთოდ ვინ არიან? რა ქრისტიანობა, რა ქართველობა, რა კაცთმოყვარეობა?
ხელისუფლებას დაპატრონებული შლეგები პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური იარაღით – ბრომობენზილ ციანიდით გვწამლავდნენ, რომლის გამოყენება 1930-იან წლებში, ანუ თითქმის ერთი საუკუნის წინ აიკრძალა.
დაგვწამლეს დემონსტრანტები, რუსთაველზე და გარშემო ქუჩების მაცხოვრებლები, არ დაინდეს პოლიციელებიც.
აქციების დასრულების შემდეგ, ამ ნივთიერებით გაჟღენთილ ჰაერს ყოველ დილას პირველი გიმნაზიიის მოსწავლეები სუნთქავდნენ.
BBC-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადასტურა ის, რასაც ქართველი ექიმები დიდი ხანია ამბობენ.
ფეხზე არ კიდიათ? თვითონ ბატონი ხომ აბასთუმნის ჰაერსაა მიჩვეული.
გესმით ხომ რა მასშტაბის ბოროტებასთან გვაქვს საქმე?
ამ ამბავზე განსაკუთრებული მუშაობა გვჭირდება საერთაშორისო ფრონტზე. ეს ფაქტები ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას უნდა განემარტოს, რის შემდეგაც ძალიან იზრდება იმის ალბათობა, რომ მათი მხრიდან კიდევ უფრო მაღალი სტანდარტისა და კვალიფიკაციის გამოძიება ჩატარდება.
ქოცი მაღალჩინოსნები შეიძლება საერთაშორისო ძებნასა და ჰააგის სასამართლოს სკამსაც ვერ გადაურჩნენ.
პოლიტიკურმა პარტიებმა, სამოქალაქო ჯგუფებმა, მედიამ არ უნდა დავუშვათ ამ თემის დღის წესრიგიდან მოხსნა, ძმრად უნდა ვადინოთ ის უბედურება, რაც ჩვენს ჯანმრთელობას მიაყენეს. ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი ახლა არ არსებობს.
როდიონოვზე უარესები გვმართავენ!
პ.ს. ქოცებო, დავით კეზერაშვილის ამბავზე ხომ ლოცულობდით BBC-ის მზეს, ახლა არ მოგწონთ BBC?