ეს არის ბრძოლის ღალატი, ცალსახად და არა ორაზროვნად – როგორც ჩანს, „ლელოს“ ქართველი ხალხის და ივანიშვილის წინააღმდეგ გამარჯვების აღარ სჯერა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ ჟურნალისტებთან “ლელო-ძლიერი საქართველოს” არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მათი არჩევნებში მონაწილეობა იმ ბრძოლის ღალატია, რომლის ბოლო ფაზაც 26 ოქტომბერს დაიწყო და „პოლიტპატიმრების, ახალგაზრდა თანამებრძოლების წამების ხარჯზე გადის“.
„ეს არის ბრძოლის ღალატი – ცალსახად და არა ორაზროვნად. ეს იმ ბრძოლის ღალატია, რომლის ბოლო ფაზაც 26 ოქტომბერს დაიწყო და პოლიტპატიმრების, ჩვენი ახალგაზრდა თანამებრძოლების წამების ხარჯზე გადის. ეს არის ამ ბრძოლის ღალატი. როგორც ჩანს, „ლელოს“ ქართველი ხალხის და ივანიშვილის წინააღმდეგ გამარჯვების აღარ სჯერა და დაკავებულია სისტემური ან ტექნიკური ოპოზიციის როლით“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
