ლევან სანიკიძე: პრეზიდენტ ტრამპის მიერ ყაველაშვილისთვის მიცემულ სალამს მიღწევად, გამარჯვებად გვასაღებენ

“დღეს პრეზიდენტ ტრამპის მიერ ყაველაშვილისთვის მიცემულ სალამს მიღწევად, გამარჯვებად გვასაღებენ.
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ჩემი თაობა გაიზარდა საქართველოში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი წარმომადგენლების ვიზიტები ჩვეულებრივი ამბავი იყო.
2003-2012 წლებში საქართველოში ჩამოვიდა:
– პრეზიდენტის რანგში;
კონდოლიზა რაისი – სახელმწიფო მდივნის რანგში;
– ვიცე-პრეზიდენტის რანგში;
ჰილარი კლინტონი – სახელმწიფო მდივნის რანგში;
– ბიზნესმენისა და ინვესტორის რანგში.
საუბარს აღარ დავიწყებ სენატორებისა და კონგრესმენების გამუდმებულ მიმოსვლაზე, სადაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სენატორი ჯონ მაკკეინი. მათი ჩამომყვანი ციხეშია და ჩემთვის ესეც ლოგიკურია, ამისთვისაც ისჯება.
მოსწონთ თუ არა მიშა, უმადურობაა არ დაინახო თუ რა კავშირები ჰქონდა როგორც საქართველოს პრეზიდენტს და როგორ იყენებდა ამას იმისთვის, რომ საქართველოს დიდი გარღვევა გაეკეთებინა საერთაშორისო არენაზე.
საქართველოს არ აქვს ფუფუნება ყავდეს ასეთი უავტორიტეტო, უსახელო, უამბიციო, არალეგიტიმური პირები წარმოდგენილი უმაღლეს თანამდებობებზე. ამას ივანიშვილი გამიზნულად აკეთებს, გვაქრობს მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან.
მე კი არ მჯერა, დარმწუნებული ვარ, რომ ისევ ისეთ სახელმწიფოში ვიცხოვრებ, სადაც საქართველო მსოფლიო პოლიტიკის სუბიექტია და არა ობიექტი!” – წერს ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე – ელჩმა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, თავისი სამინისტროც და შეიძლება უხერხულობის მასშტაბი უფრო დიდი იყოს – ეჭვები ძლიერდება იმის ფონზეც, რომ გერმანულ სტრუქტურებს სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება ახასიათებთ

შალვა პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე – ყველამ თავისი ყურით კიდევ ერთხელ მოისმა ის დანაშაულები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს – სექტემბერში უკვე პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, მთლიან დოკუმენტს გაეცნოს, იმსჯელოს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს

ირაკლი კობახიძე ერთსქესიანთა ქორწინებაზე – ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გვჭირდება – შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება გვახსენებს, რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ მომავალში