ლევან სანიკიძე -„ოცნებას“ მოუწევს არჩევნებში დამარცხების აღიარება და ოპოზიციაში გადასვლა, ეს ტრაგედია არ არის

„ოცნებას“ მოუწევს არჩევნებში დამარცხების აღიარება და ოპოზიციაში გადასვლა, ეს ტრაგედია არ არის, ჩვენმა პარტიამ უკვე გამოცადა საკუთარ თავზე,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
ლევან სანიკიძის თქმით, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის ნება-სურვილი იმდენად მაღალ დონეზე იქნება გამოხატული, რომ არჩევნებში დამარცხების აღიარება არ იქნება მხოლოდ “ქართული ოცნების” ნება-სურვილზე დამოკიდებული.
„მათ მოუწევთ ოპოზიციაში გადასვლა და არ არის ტრაგედია ოპოზიციაში გადასვლა, ეს ჩვენმა პარტიამ საკუთარ თავზე გამოცადა. სამართლიანი სასამართლოც იქნება ამ ქვეყანაში, დამოუკიდებელი თვითმმართველობაც იქნება, ქვეყანაში გაგრძელდება დემოკრატიული განვითარება, ევროკავშირის წევრიც გავხდებით და ასეთ სიტუაციაში ოპოზიციაში ყოფნა ბევრად უფრო მსუბუქი იქნება იმასთან შედარებით, რაც ჩვენს პარტიას გამოატარეს, 12- წლიანი ჯოჯოხეთისა და პოლიტიკური დევნის სახით, რომელიც ახლაც გრძელდება და, დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ესეც დასრულდება”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ