ლევან სანიკიძე – მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ გზავნილს იღებს, რომ ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარდეს

მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, იღებს კიდევ ერთ გზავნილს, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი და დემოკრატიული , – ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ „ქართველი ხალხის აქტს” კიდევ ათმა სენატორმა დაუჭირა მხარი.
მისივე თქმით, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების პირობებში ქვეყანაში აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება.
„ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ -ის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტია, ორივე მხარს უჭერს ქართველი ხალხის ურყევ ნებას, გახდეს ევროკავშირის წევრი და გააგრძელოს ევროატლანიკური გაერთიანება.
მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბიძინა ივანიშვილი იღებს კიდევ ერთ გზავნილს, რომ ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები, რომ ეს ხელისუფლება უბრალოდ, შეუთავსებელია დასავლურ ღირებულებებთან, მათ არაფერი აქვთ საერთო ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან.
აქედან გამომდინარე, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების პირობებში ქვეყანაში აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება და მოვა ახალი, პროდასავლური, კოალიციური მთავრობა, რომელიც თვისობრივად და არსობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს საქართველოს ურთიერთობას როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-თან“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ამასთან, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის შინაარსის, რუსეთში ს საარჩევნო კამპანიისთვის გამოყენებულ კლიპთან დამთხვევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კლიპის სცენარის გამეორება გასაკვირი არ არის, რადგან “ოცნება” არათუ პრორუსული, ღიად რუსული ძალაა”.
“ქართული ოცნებისგან” ნამდვილად არ არის გასაკვირი, რადგან ის არამხოლოდ პრორუსული, რუსული ძალაა, რომელიც პირდაპირ იმართება FSB-გან, მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების წარმოდგენილი მტკიცებულებები, სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებები ადასტურებს, რომ ეს არის კრემლისგან მართული ძალა. ისინი იღებენ მათგან პირდაპირ მმართველობის იმ მანკიერ სისტემას, რომელიც ს ფედერაციას, პუტინის რუსეთს აქვს და, ბუნებრივია, არ არის გასაკვირი, რომ მათი პროპაგანდა, საარჩევნო დაპირებები თუ ის ზიზღის ენა, რუსებისგან რაც აქვთ, გადმოღებულია. კახი კალაძისგან არაფერია გასაკვირი, ადამიანისგან, რომელიც მიესალმა ლავროვის განცხადებას, სადაც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოიხსენიებდნენ, ასეთი კაცი რომ რუსული პროპაგანდის მიხედვით შექმნილ კლიპს დადებდა, ნამდვილად არ არის გასაკვირი, უბრალოდ, მე მინდა ჩვენს ხალხს ვუთხრა, რომ ჩვენ გვაქვს დარჩენილი ზუსტად სამი დღე იმისათვის, რომ დავასრულოთ რუსული მმართველობა საქართველოში”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ