ლევან სანიკიძე: მაგრამ ის კითხვა მაინც მაქვს – ნეტა ახლაც პოლიტსაბჭო წყევტს ვინ, რა ფორმით და რა დროს დაიჭირონ, თუ შეიცვალა ბატონი გახარიას დატოვებული წესი?

“ომი სახელმწიფოს ყველაზე დიდი ლოჯისტიკური გამოწვევაა. არავინ წინასწარ არ იცის შენი სისტემა ამას გაუძლებს თუ არა.
საქართველომ 2008 წელს ამას გაუძლო, სახელმწიფოც შევინარჩუნეთ და ხელისუფლება ძალადობრივად ვერ დაამხეს.
ჰოდა ის ხალხი ედავება ომის დროს ქაოსურ ვითარებას ნაციონალურ მოძრაობას, რომლებიც გინდა 20 ივნისის დროს, გინდა მელიას დაკავების დროს რა მდგომარეობაში აღმოჩენილან და ღმერთმა დაიფაროს საქართველო, მაგრამ ომში მართლა რა იქნებოდნენ?
ამ კომისიაზე ეგ მაინც გამოჩნდა კარგად, რა ქაოსი და რა პანიკა ყოფილა “ქართულ ოცნებაში”. თურმე რეჟიმი მართლა ყანყალებდა და არ ყოფილა ეს პათეტიკა.🙃
მაგრამ ის კითხვა მაინც მაქვს – ნეტა ახლაც პოლიტსაბჭო წყევტს ვინ, რა ფორმით და რა დროს დაიჭირონ, თუ შეიცვალა ბატონი გახარიას დატოვებული წესი?” – წერს სოციალურ ქსელში ლევან სანიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი: ბრიტანეთს დააბრალეს პატარკაციშვილის მკვლელობა – ამბობენ, „ფასი არ აქვსო“, მაგრამ სერიოზული ფასი აქვს ბრიტანეთის სანქციებს, ეჭვი მაქვს, არც იციან, რა რეაქცია ჰქონდეთ – მთლიანად „შავ ბუღალტერიაზე“ უნდა გადავიდნენ

შალვა რამიშვილი: სანქციების ამბავი რომ გავიგეთ, ბაჩო, გური და მე აღსანიშნავად წავედით რესტორანში. გეახელით იმერული ტეხილი ყველი და ჭადი, ხბოს მწვადი კეცზე, წიწილი ისრი-მაყვალში, ნიყვი…