ლევან სანიკიძე: იმედი მაქვს მის გონებაში იქნება იმ 15 წლის ბავშვის შეშინებული ხმა, რომელსაც ბატონის ოჯახის დავალებით “ჩააფსმევინა”

ლევან სანიკიძე:
ღარიბაშვილის თავს ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი, რაც ნამდვილად არ მწყინს.
ერთ დროს ივანიშვილების ოჯახის მთავარი სათამაშო ჯერ ნაგვის ყუთში გადააგდეს, ახლა ციხისთვის ამზადებენ.
მე არ ვიცი მას რაზე გაასამართლებენ, რადგან ეს შიდა კლანური დაპირისპირებაა და არა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ იმედი მაქვს მის გონებაში იქნება იმ 15 წლის ბავშვის შეშინებული ხმა, რომელსაც ბატონის ოჯახის დავალებით “ჩააფსმევინა”.
არ დამავიწყდება ის დღე როცა მამაჩემისგან სასესიო დარბაზში შეიწერა 100 ათასად გაყიდვის ამბავზე დაგინება (მურუსიძის სასამართლოშიც კი დაგვემალა, არ მოვიდა), მერე საპარლამენტო უმრავლესობა რომ მიასია ერთ კაცს საცემრად, ახლა ის საპარლამენტო უმრავლესობა დაგერიათ შენ და შენს საძმაკაცოს, ძვირფასო ირაკლი.
ოღონდ ეს შენს კარზე მომდგარი სამართალი არაა, ბიძინა შენს კართან სამართალს ვერ მოიყვანს – ეგ ბედნიერება ქართველი ხალხისგან ჯერ წინ გაქვს.
პ.ს. შენ და შენისთანა არაკაცებს 200 ათასი დოლარი და ფეხების დაბანა კი არა, სამართალი და ვირის აბანო გელით.