ლევან სანიკიძე: თუ საოკუპაციო რეჟიმთან არ თანამშრომლობაზე ვერ ვთანხმდებით, მაშინ მართლა რაზე ვთანხმდებით?

“4 ოქტომბერს დაგეგმილ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე ტონი აშკარად შერბილებულია, რაც ძალიან, ძალიან საყურადღებოა!
თუ სასწაული არ მოხდა, ყველაფერი არ ამოყირავდა, ვადამდელი არ დაინიშნა, პოლიტპატიმრები არ განთავისუფლდნენ და ჩვენი სხვა პირობები არ დაკმაყოფილდა, იქ შესვლაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია.
მარტო რომ დავრჩე ამ იდეის დაცვისთვის, დავრჩები, არ მაქვს პრობლემა! მე ასეთი პოლიტიკის მჯერა, მხოლოდ იმ იდეას ვიცავ, რისიც მე თვითონ მჯერა.
პირიქით მგონია, ვინც შევა ის დამთავრდება. შემსვლელებსაც არ დააკლდებათ ჩემი წინააღმდეგობა. მათაც უნდა იცოდნენ რაზე აწერენ ხელს.
გირაოს გადახდაზე როგორც მოხდა, ისე აღარ იქნება, სხვა სიმწვავის კაზუსია – ვინც შევა მიიღებს ადეკვატურ შეფასებას.
თუ საოკუპაციო რეჟიმთან არ თანამშრომლობაზე ვერ ვთანხმდებით, მაშინ მართლა რაზე ვთანხმდებით?” – წერს ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიაში ევროკავშირის შესახებ ჩანაწერებზე – რამდენი ხანია იმავეს ვეუბნებით ბრიუსელს და ვაწყდებით ყრუ კედელს – იმედია, აშშ-ის მკაფიო პოზიცია მაინც იქნება ბრიუსელისთვის განგაშის ზარი

თაზო დათუნაშვილი – ძველი თბილისური გამოთქმაა: „სამი კაციც ბანდააო“ და ესეც დასჯადი ხდება – ამბობენ, „50 აკაცუკი არავის აინტერესებს“, „რაც უნდათ ის ქნანო“ და პარალელურად, ტროტუარზე დგომასაც უზღუდავენ – ისტერიული, პანიკური შიში აქვთ, სხვა ახსნა არ აქვს

შალვა პაპუაშვილი – პრობლემა დღეს ნატო-შია – რას ნიშნავს გაღებული კარი? თუ უსაშველოდ უნდა ვიდგეთ, რისკია, რომ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს – უკრაინის მაგალითზე, ეს ჰგავს მომენტს, როდესაც სატყუარაა ჩამოკიდებული, რომელსაც ვერასდროს უნდა მისწვდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ზურაბ ჭავჭანიძე – მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება – ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს: „მე თუ კარგად ვარ, ცხოვრება აწყობილიაო“, მაგრამ ხიფათი ყველას გვემუქრება