“პოლიტპატიმრებით სავსე ციხეები, უარესი ცესკო, უარესი პარლამენტი, უარესი მთავრობა, სანქცირებული ადამიანების წყება, რეპრესიების ტოტალური მასშტაბი, უარი ახალ საპარლამენტო არჩევნებზე – ეს არის სასტარტო პირობები.
ლელოში ჩემი ბევრი მეგობარი და პატივსაცემი ადამიანია, მაგრამ მსჯელობა ასე არ იწყება, ან რა არის საკამათო.
თბილისს ვართმევთ და ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი ქოცურია? რეგიონებში ხალხს რას ეუბნებიან?
ერთად ვართმევთ თბილისს?
თუ ერთად ვართმევთ, რატომ არ არის ლელოს რიტორიკა გაერთიანებაზე ორიენტირებული?
ხმებს როგორ ვიცავთ?
ამომრჩეველთან რა უნდა ვთქვა?
მაინტერესებს, რაზე უნდა იმსჯელოს ზურა ჯაფარიძემ და ნიკა მელიამ ციხის საკანში?
რა უნდა დაიბაროს დაჭერამდე ნიკა გვარამიამ?
2024 წლის 26 ოქტომბრამდე, რომ გავერთიანებულიყავით შეიძლება საქართველო ბიძინასგან უფრო მარტივად დაგვებრუნებინა, მაგრამ მაშინ იდენტობის შენების დრო იყო.
ახლა სამსჯელო არაფერია.
საერთო ბოიკოტით უფრო მეტს გავუფუჭებთ, ვიდრე სისტემურ ოპოზიციად ქცევის თანხმობით.
ჩემს თავთან თუ არ ვიქენი მართალი, სხვას ჩემს სიმართლეს ვერ დავუმტკიცებ,” – წერს ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში.