ლევან სანიკიძე: ზუსტად ეგეთ დღეში ვართ “ქართული ოცნებასთან” დაკავშირებითაც

“გუშინ 50 ათასი კაცი 100 გაუზრდელი ლაწირაკის ქცევას უყურებდა და მათ გამო მეორე დღეა თავზე ნაცრის წაყრა გვიწევს. ზუსტად ეგეთ დღეში ვართ “ქართული ოცნებასთან” დაკავშირებითაც.
სხვათა შორის, გამარჯვების შემდეგ ზღვარგადასული ზეიმი, დაჩაგვრა, გადავლა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენს “სავიზიტო ბარათად” იქცა, არამხოლოდ სპორტში, არამედ ყველგან – ს ჩათვლით. ასე იქცევიან დაკომპლექსებული საზოგადოებები, რომ არიქა, ვიღაცას მოვუგეთ. მე მჯერა, რომ უმრავლესობა ამ ჭკუაზე არ ვართ, მაგრამ ზუსტად ეგეთი ზონდერები მართავენ ქართულ სახელმწიფოს.
ესაა ქოცობა – სომხებმა გუშინ სტუმართმოყვარეობაშიც მოგვიგეს, დიდსულოვნებაშიც და ადამიანობაშიც. ამ თვალსაზრისით ტაბლოს ანგარიში მეორეხარისხოვანია.
რაც ჩვენი გასაკეთებელია ის გავაკეთოთ, 1000 წლის წინ ვის ვჯობდით მაგაში ნუღარ შევეჯიბრებით ერთმანეთს.
დაბოლოს, შეეშვით ავლაბარს, ქართველ სომხებს, მართლა სირცხვილია.
გმირთა მოედანზე გაიარეთ და ამოიკითხეთ ეთნიკურად სომეხი, მაგრამ თვითშეგნებით ქართველი ბიჭების სახელები და გვარები. სამარცხვინოა!” – წერს სოციალურ ქსელში ლევან სანიკიძე.