ლევან სანიკიძე – ვიდრე ოპოზიციის გაერთიანება ხდება რუსთავის ციხეში და ვერ ერთიანდებით ოფისებში, არასერიოზულად იქცევით – ხალხს უკვე დასავლეთთან ურთიერთობის გამო იჭერენ

ოპოზიცია ვერ ერთიანდება გარეთ, მაგრამ ივანიშვილმა ოპოზიცია გააერთიანა რუსთავის ციხეში – სანამ რუსთავის ციხეში გაერთიანება ხდება და ოფისებში ვერ ერთიანდებით, ამ სახელმწიფოსთან ძალიან არასერიოზულად იქცევით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
ლევან სანიკიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს აქვს განცდა, რომ ქვეყანაში „რაც უფრო მეტად დაამძიმებს ვითარებას, უფრო მეტი შეიძლება გამოევაჭროს დასავლეთს“.
„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ბრძოლის პირველი ხაზი გადის პოლიტიკოსებზე და პოლიტიკურ პარტიებზე. ასევე, რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ხალხზე, ვინც რუსთაველის გამზირზე თავს სწირავს ქვეყნისთვის. დღეს დავინახეთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მიდის გამწვავებისკენ, ავტორიტარიზმიდან დიქტატურის მშენებლობისკენ. გამოსავალს ზუსტად იმას ვხედავთ, რასაც აქამდე ვხედავდი, უნდა მოხდეს გამსხვილება, რიგ საკითხებზე მორიგება, ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და პლუს მედიების მნიშვნელოვნად შეკავშირება და საერთო წინააღმდეგობის პლატფორმის პოვნა.
მარტივადაა საქმე, დასავლეთთან ურთიერთობის გამო იჭერენ უკვე ხალხს. როგორ გაბედა ვიღაცამ და უცხოელ დიპლომატს ან მაღალჩინოსანს უთხრა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყანას აქცევს, ამის გამო ადამიანებს ციხეში უშვებენ.
ივანიშვილი მიდის გამწვავებაზე, ერთი ხელით ამყარებს დიქტატურას და მეორე ხელით ცდილობს, რომ დიქტატურის დამყარების შეჩერებისთვის იქნებ მიიღოს სამი მნიშვნელოვანი ატრიბუტი დასავლეთისგან. პირველი, 2028 წლამდე არ უნდა იყოს საქართველოში , მეორე, უნდა აღიარონ მისი ხელისუფლება და მესამე, სანქციები აღარ დაუწესონ, ხოლო რაც დაუწესეს, მოუხსნან“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ ს, გიორგი ვაშაძის, ს, ს, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.