ლევან სანიკიძე: ეს უნამუსობა და იმ ბრძოლის ღალატი იქნება, რომელიც ოპოზიციას არ ეკუთვნის. ეს ხალხის ბრძოლაა!

“გუშინ დავესწარი შეხვედრას, სადაც პოლიტპატიმრების დედები, დები, ოჯახის წევრები ოპოზიციის წარმომადგენლებს გვხდებოდნენ.
ჩემთვის ამ ვითარებაში, ამ თამაშის წესებით უბრალოდ წარმოუდგენელია თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაზე საუბარიც კი. ეს უნამუსობა და იმ ბრძოლის ღალატი იქნება, რომელიც ოპოზიციას არ ეკუთვნის. ეს ხალხის ბრძოლაა!
პოლიტპატიმრებით შესაძლო ვაჭრობის საკითხზე, ერთ-ერთმა დედამ ასეთი სიტყვები წარმოთქვა:
“ჩვენ არ ვიბრძვით ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის – ჩვენ, ჩვენ შვილებთან ერთად ვიბრძვით საქართველოს თავისუფლებისთვის!”
დღეს ამ ხალხშია ძალაც და ლეგიტიმაციაც!” – წერს სოციალურ ქსელში ლევან სანიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ