ლევან სანიკიძე – დღეს ივანიშვილის თავზე დასავლეთში წითელია ანთებული – როგორც კი ადგილობრივ არჩევნებში შევალთ, მოხდება არამხოლოდ ლეგიტიმაციის მიცემა „ოცნებისთვის“, არამედ ხაზგასმა, რომ „მორჩა, საქართველოში კრიზისი აღარაა“

მგონია, რომ „ლელოში“ აღარ სჯერათ ამ ბრძოლაში გამარჯვების ქუჩით ან ბოიკოტით – დასაცინები გახდნენ, ეს კაპიტულაციის მანიშნებელია, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნის საჭიროების თაობაზე „ლელოს“ პოზიცია შეაფასა.
მისივე თქმით, ქვეყანაში შიდა კრიზისის ტემპერატურა ისე უნდა გაიზარდოს, ბიძინა ივანიშვილმა ეს კრიზისი ვერ მართოს, ასეთი ზრდა კი მხოლოდ მაშინ იქნება, თუკი არცერთი წამყვანი პოლიტიკური ორგანიზაცია არჩევნებში არ შევა.
„მე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის პლუსებს თითქმის ვერ ვხედავ, მით უმეტეს, იმ პირობებში, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს დღეს შექმნილი. ძალიან საინტერესოა ჩემთვის, რიტორიკული შეკითხვა მგონია ამ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც ლამის თვეების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ამ თემაზე მსჯელობის დრო არ არის, ყველაზე ცუდ მომენტში რატომ გადაწყვიტეს ამ თემის წამოჭრა?! კალენდარულად ეს თარიღი რომ მოვიდოდა ვიცოდით, მაგრამ ოპოზიციურ ამომრჩეველში, ამ ქვეყნის დამოუკიდებელი განვითარების მსურველი ადამიანებისა და ჩვენი მოქალაქეების თვალში, დღეს ძალიან ცუდად გამოიყურება ის პროცესი, რაც მიმდინარეობს. სამი ძირითადი პირობიდან რომელია დაკმაყოფილებული ან ახლოს მაინც თუ არის რომელიმეს დადგომასთან? 1. ახალი საპარლამენტო , იმიტომ, რომ თვითმმართველობის არჩევნებით არ იცვლება ხელისუფლება. 2. პოლიტპატიმრებითაა ციხეები სავსე და პოლიტიკური ლიდერების მიჯრით დაჭერა მიმდინარეობს. მაინტერესებს ეს მოლარული დილემა აწუხებთ თუ არა ამ ადამიანებს?! მათ შორის კოლეგა ოპოზიციონერებს როცა იჭერენ, ამ დროს თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა რამდენად მორალურია? 3. , რომელიც კიდევ უფრო უარესად გამოიყურება. შესაბამისად, სიტუაცია არის მაქსიმალურად გაუარესებული საარჩევნო დონეზე, მაგრამ, ამავე დროს „ქართული ოცნება“ ახლა არის ყველაზე მძიმე საერთაშორისო იზოლაციაში, რაც კი ამ პერიოდის განმავლობაში ყოფილა. იმ დროს, როცა ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ერთიანი პოზიცია, რომ ეს არჩევნები არ არის არჩევნები, ეს არის რუსული სპეცოპერაცია და საერთოდ არაფერს ცვლის, პირიქით, სიტუაციის ნორმალიზაციას უწყობს ხელს, ამ დროს გამოჩნდნენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ჩემი ღრმა რწმენით, მხოლოდ და მხოლოდ მეორე ადგილისთვის აპირებენ ბრძოლას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“, რომლებმაც ივანიშვილის არჩევნებითაც კი ოპოზიციური ხმების ნახევარზე მეტი აიღეს, მყარად ვდგავართ პოზიციაზე, რომ ამ პირობებში, შეუძლებელია, სიტუაციის ნორმალიზება. დღეს ივანიშვილის თავზე დასავლეთში, სანქციების პოლიტიკის დროს არის წითელი ანთებული. როგორც კი ჩვენ შევალთ თვითმმართველობის არჩევნებში, მოხდება არამხოლოდ მათთვის ლეგიტიმაციის მიცემა და წინა არჩევნების ლეგიტიმაციის მიცემა, არამედ იმის ხაზგასმა, რომ მორჩა, საქართველოში კრიზისი აღარაა. ოპოზიციაში რომ ასეთი დამოკიდებულებები არსებობს, ტრაგიკულია ჩემი აზრით. პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს რა უნდა უთხრა, რომ მე აქ მოვალ ერთ თვეში, თქვენთან ვილაპარაკებ „ბასლაინებზე“ და მათი შვილები ციხეში ისხდებიან?!“ – განაცხადა სანიკიძემ.
მისივე შეფასებით, დღეს თუ „ლელო“ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, მისი მერობის კანდიდატი პირველსავე ტურში სთან დამარცხდება.
„მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური ორგანიზაციის მდგომარეობა არის ორმხრივ ცეცხლში მოყოლილი, მათ შორის „ქართული ოცნებისგან“. დასაცინები გახდნენ, იმიტომ, რომ ეს კაპიტულაციის მანიშნებელია. მგონია, რომ „ლელოში“ აღარ სჯერათ ამ ბრძოლაში გამარჯვების ქუჩით ან ბოიკოტით. ჩვენს გვაქვს მარტივი პოზიცია – ოფისში დაჯდომას კი არ ვაპირებთ 4 ოქტომბრამდე და უბრალოდ ეთერებში სიარულს, ან იმის თქმას, რომ „უი, უი, ბოიკოტი რა კარგია“, არამედ მაგალითად 4 აგვისტოს, თუკი ის 4 წამყვანი პოლიტიკური ძალა არ იქნება წარმოდგენილი რეგისტრაციის ბოლო ვადაზე ბიულეტენში და არც , რომელსაც დასავლეთში აქვს გარკვეული გავლენა, ისიც იქნება ამ ჭკუაზე, იტყვიან, რომ უბრალოდ არ გავდივართ ამ არჩევნებში, იმიტომ, რომ აზრი არ აქვს, თქვენი აზრით ამით შეექმნება თუ არა ბიძინა ივანიშვილს იმაზე მეტი პრობლემა, ვიდრე მარტო „ლელო“ და გახარია შეუქმნიან არჩევნებში?! – ასჯერ უფრო მეტი პრობლემა შეექმნება! „ლელო“ შევიდეს, ს სანქციების პოლიტიკა შეიზღუდოს და დასავლეთში გამოჩნდეს ის, რომ ოპოზიცია გაიყო, უტოპიურია.
ამ წუთას რა კრიზისიც არის საგარეოდ ბიძინა ივანიშვილი ამ კრიზისს ვერ მართავს, მაგრამ, სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით, ჩემი ღრმა რწმენით, ბიძინა ივანიშვილი ამ კრიზისს მართავს. მე მინდა, რომ ამ კრიზისის ტემპერატურა გავზარდო ისე, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს კრიზისი ვერ მართოს. ასეთი ზრდა იქნება თუკი არცერთი წამყვანი პოლიტიკური ორგანიზაცია არჩევნებში არ შედის. მე მინდა, რომ კრიზისის ტემპერატურა ამ ქვეყანაში აიწიოს და არჩევნებში შესვლა ავტომატურად უშვებს იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი აღარაა.
დადგეს „ლელოს“ წარმომადგენელი, შევიდეს „ფეიკ“ ბრძოლაში, მართლა მოუგებს კახა კალაძე, ეჭვი არ მეპარება, რომ პირველ ტურში მოუგებს დამაჯერებლად. სამაგიეროდ დასავლეთში იქნება აღქმა, რომ „უგებს აგერ კალაძე“. ეგეთ ბრძოლაში, სადაც შენი ამომრჩეველი არ მოგყვება, იმიტომ, რომ უსამართლო პირობებში გადიხარ, სადაც ელემენტარულად ხმას ვერ დაიცავ, ოპოზიციის ნახევარი არ მოგყვება, სიმართლე არ მოგყვება, პოლიტპატიმრები ციხეში სხედან და ხელისუფლებას არ შეცვლის, მოგიგებს კახა კალაძე აბა, რას იზამს?! „ლელო“ გავიდეს მარტო, დააყენოს თავისი კანდიდატი, მოიგებს და კახი კალაძის სანქციებზე საუბარი აღარ იქნება, გაიმარჯვებენ ამით, მიაღწევენ უდიდეს წარმატებას. როცა „ქართული ოცნება“ ყველაზე უფრო გვყავს მიყენებული კედელთან ფინანსურად და საერთაშორისო მასშტაბით, ზუსტად ამ დროს ახალი სუნთქვის გახსნა ოპოზიციის ხელით, არის ჩვეულებრივი ღალატი ამ ბრძოლის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საერთაშორისო სანქციების კედლის პირობებში, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სრული საერთაშორისო იზოლაციისკენ მივდივართ და ამ დროს უხსნი სასუნთქ არტერიას, ეს არ შეიძლება“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.