ლევან სანიკიძე – დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს დავასრულებთ ამ 12 წლიან სამარცხვინო ისტორიას, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა ჰქვია და ვერცერთი ხელისუფლება ვერასდროს გაბედავს საუბარს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე

დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად 25 დღეში, 26 ოქტომბერს დავასრულებთ ამ 12 წლიან სამარცხვინო ისტორიას, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა ჰქვია და საქართველოში ვერცერთი ხელისუფლება ვერასდროს ვერ გაბედავს საუბარს ს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, „ხალხს, რომელსაც ივანიშვილის იმედი ჰქონდა და სჯეროდა „ქართული ოცნების“, ეს ოცნება კოშმარად ექცა. მისი დაპირებებით მოტყუებული ამომრჩევლების, მხარდამჭერების უმრავლესობა დღეს კარგად იაზრებს, რომ ივანიშვილი ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი საფრთხეა“.
„ზუსტად 12 წლის წინ რეგიონში პირველად, “ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” ქართველი ხალხის ნების შესაბამისად ხელისუფლება მშვიდობიანად, ს გზით გადააბარა.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ არ არსებობს თუნდაც ერთი სფერო, რომელზეც ყველაზე მიკერძოებული ადამიანიც კი იტყვის, რომ 2012 წლამდე იყო კარგად, ხოლო 2012 წლის შემდეგ ვითარება გაუარესდა. ის ამბობს, რომ მდგომარეობა გამოასწორა სასამართლოს, ეკონომიკის, კულტურის, ადამიანის უფლებების მიმართულებით.
ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ივანიშვილის პოლიტიკა იყო და არის დაყოფა, დაპირისპირება, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, რისი ნათელი დასტურიცაა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს პოლიტიკური პატიმრობა, უფრო მეტიც ტყვეობა.
12 წლის თავზე ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც: ჩვენ ქვეყანას აქცევს სრულმასშტაბიან იზოლაციაში – საქართველოს ტოვებს მეგობრის გარეშე; სანქცირებულია ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ; გვყავს სანქცირებული, კორუმპირებული სასამართლო ხელისუფლება და რუსულ სპეცსამსახურებთან მოთანამშრომლე პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახურები; მეგობრად მტრად გვიცხადებს, ხოლო მტერს ბატონად; საყდრისის აფეთქების შემდეგ, ანგრევს ქართული ქრისტიანობის სიმბოლოს გელათს; პირადად ბატონმა ივანიშვილმა ჩაშალა ქალაქ ლაზიკისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი, ს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი;
ჩვენ მივიღეთ – ქვეყანა, სადაც უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდების 52% დაუსაქმებელია. გაუფასურებული ლარის კურსი; სურსათზე გაორმაგებული ფასები, უსაშველოდ გაძვირებული ცხოვრება; ქვეყანა სადაც ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს; სადაც 400 ათასამდე პენსიონერს ევროპაში, ყველაზე მაღალი საპენსიო სესხი აქვს; ივანიშვილმა საქართველოში ათობით ათასი ოჯახი დაყო და დახლიჩა და ასობით ათას ადამიანს აიძულა იძულებით ემიგრაციაში წასვლა; საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დააყენა.
თუმცა ეს ჩამონათვალი არაფერია იმასთან, რაც ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის დასავლური მისწრაფების წინააღმდეგ გააკეთა – ის შეეხო ჩვენი ქვეყნის იდენტობასა და სუვერენიტეტს – ჯერ მიიღო „რუსული კანონი“ და ოფიციალურად გადაუხვია ჩვენი ხალხის საუკუნოვან მისწრაფებას. ხოლო უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში ღიად დაიწყო საუბარი მარიონეტული, საოკუპაციო რეჟიმების დამოუკიდებლად აღიარების პროცესზე, ბოდიშის მოხდა მოსთხოვა ჩვენს ეროვნულ გმირებსა და მათ ოჯახებს, საკუთარი სამშობლოს დაცვის გამო.
საქართველო არ მოიხდის ბოდიშს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის!
დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად 25 დღეში, 26 ოქტომბერს დავასრულებთ ამ 12 წლიან სამარცხვინო ისტორიას, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა ჰქვია, დავასრულებთ იზოლაციას, დაპირისპირებას, შუღლს, სიღატაკეს, პოლიტიკურ დევნას და ავირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, ღირსებას. საქართველოში ვერცერთი ხელისუფლება ვერასდროს ვეღარ გაბედავს საუბარს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.