ლევან სანიკიძე – დამერწმუნეთ, აქ მყოფ ნებისმიერ ჟურნალისტს უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ დაეკონტაქტოთ აშშ-ის ხელისუფლებას, კონგრესმენსა და სენატორს, ვიდრე „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელს

ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა ბანაკის გარეშე და უნდა, რომ მის წარმომადგენლებს ტელეფონზე უპასუხონ -ში – დამერწმუნეთ, აქ მყოფ ნებისმიერ ჟურნალისტს უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ დაეკონტაქტოთ აშშ-ის ხელისუფლებას, კონგრესმენსა და სენატორს, ვიდრე „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ში სანქციებს უწესებენ „ქართულ ოცნებას“, იმისთვის, რომ გადარჩეს ქართული სახელმწიფო.
„სანქციებს არ უწესებენ საქართველოს, უწესებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ხელისუფლებას და სახელმწიფოს შორის დიდი სხვაობაა. სახელმწიფოსთვის დაწესებული სანქციაა ის, მე და თქვენ რომ არ შეგვიშვან, თქვან, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჩვენ აღარ ველით, მაგრამ შალვა პაპუაშვილზე თუ იტყვიან არ ვუშვებთო, ეს ჩემთვის პრობლემა არაა. ქართული სახელმწიფო და „ქართული ოცნება“ არის სხვადასხვა და ისინი სანქციებს უწესებენ „ქართულ ოცნებას“, იმისთვის, რომ გადარჩეს ქართული სახელმწიფო. ამ ვითარებაში ჩემი და მათი აზრი ემთხვევა ერთმანეთს. ს თუ დაასანქცირებენ, ამაზე ვერ ვიჯავრებ ნამდვილად, პირიქით, გამიხარდება. რაც შეეხება „MEGOBARI აქტზე“ მათ პასუხს, ძალიან კარგია ამ განცხადებას თუ დადებენ, ამით დააჩქარებენ სენატში „MEGOBARI აქტის” მიღებას. რაც უფრო მეტ ასეთ რამეს გააკეთებენ, უფრო სწრაფად მიიღებენ „MEGOBAR აქტს“. წარმატებას ვუსურვებ. მარაზმში არიან. დარწმუნებული ვარ, აქამდეც ჰქონია „ქართულ ოცნებას“ მსგავსი შემთხვევები, როცა ბიძინა ივანიშვილს აქვს პანიკური შეტევა. იმიტომ, რომ მისი საყვარელი არ არის კარგ მდგომარეობაში სთან მიმართებით. დასავლეთის სრული კონსოლიდაცია ხდება უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან მიმართებით. აღმოჩნდა ბანაკის გარეშე და უნდა რომ მის წარმომადგენლებს ტელეფონზე უპასუხონ აშშ-ში. დამერწმუნეთ, აქ მყოფ ნებისმიერ ჟურნალისტს უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ დაეკონტაქტოთ აშშ-ის ხელისუფლებას, კონგრესმენსა და სენატორს, ვიდრე „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელს“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.