ლევან სანიკიძე – დაკავებიდან სამი წლის შემდეგ აღარავის ეპარება ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვეა – მისი თავისუფლების გზა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზაზე გადის

დაკავებიდან სამი წლის შემდეგ აღარავის ეპარება ეჭვი, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვეა, ის ისჯება იმისთვის, რაც არ დაუთმო რუსეთს 2008 წელს, ისჯება იმ წარმატებისთვის, რასაც ქართველ ხალხთან ერთად 2003-12 წლებში მიაღწია და მისი თავისუფლების გზა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზაზე გადის, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან სამი წლის გასვლას.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა პოლიტიკური ნიშნით დევნის კლასიკური მაგალითია.
„მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან სამი წელი გავიდა და ამ პერიოდის განმავლობაში, ვფიქრობ, აღარავის ეპარება ეჭვი პოლიტიკური ნიშნით მის პატიმრობაში. არა მხოლოდ პატიმრობაში, არამედ ტყვეობაში. დღეს მიხეილ სააკაშვილი არის სა და პირადა ს ფედერაციის პრეზიდენტის ტყვე. ამაზე საუბრობენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები, მიღებულია არაერთი რეზოლუცია, მოვისმინეთ ამერიკის სენატის, კონგრესის წარმომადგენელთა განცხადებები, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნის კლასიკური მაგალითი, რისი მსხვერპლიც არის მიხეილ სააკაშვილი. ის ისჯება იმისთვის, რაც არ დათმო რუსეთს 2008 წელს, იმისთვის, რომ უარი არ თქვა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე და მეტიც, 2008 წლის შემდეგ მან გააგრძელა ახალი, ძლიერი, თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა. ის ისჯება იმ წარმატებისთვის, რაც მან ქართველ ხალხთან ერთად, 2003-დან 2012 წლამდე შექმნა. მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების გზა გადის ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზაზე. 26 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც გათავისუფლდება საქართველო, რაც უარს იტყვის იმ საერთაშორისო იზოლაციაზე, რაშიც ჩვენი ქვეყანა არის დღეს მოქცეული, დაუბრუნდება ევროკავშირის გზას, შესაბამისად, გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილიც, ვინაიდან და რადგანაც, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, იმ ქვეყნებში, სადაც ისწრაფვიან დასავლეთისკენ, პოლიტიკური პატიმრების ადგილი არ არის“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს – თქვენი ხელმძღვანელობა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კრიტიკულ მომენტში ხდება – დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებთ

დავით რაქვიაშვილი – თვალსაჩინოა, რომ ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აპირებს საქართველო რუსეთს გადაუფორმოს – ეს სცენარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს