ლევან სანიკიძე – არ მგონია, ივანიშვილი ს ჩატარებაზე მხოლოდ 78-ე მუხლის ამოღების გამო წავიდეს, თუ წავიდა თავისი წესებით და აკრძალული ოპოზიციით, ეს იქნება იმისათვის, რომ ძალიან ცუდ რამეს უმზადებენ ქვეყანას

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სანიკიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა შესაძლოა, არამხოლოდ 78-ე მუხლის ამოსაღებად, არამედ ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის სჭირდებოდეს.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ს ჩატარებას მხოლოდ 78-ე მუხლის ამოღების გამო არ გადაწყვეტს. მისივე თქმით, თუ ხელისუფლება არჩევნებს საკუთარ წესებზე და აკრძალული ოპოზიციის პირობებში ჩაატარებს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ „ქვეყანას ძალიან ცუდ რამეს უმზადებენ“.
„ივანიშვილს საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიძლება სჭირდებოდეს 78-ე მუხლის ამოსაღებად, საქართველოს ტერიტორიული წყობილების განსაზღვრისთვის და ე.წ სამხრეთ ოსეთისთვის და ს სტატუსისთვის. ასევე დადის ხმები, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება მაჟორიტარული არჩევნების დასაბრუნებლად. ამავე დროს, ავტორიტარული ხელისუფლების თვისებაა, ჰქონდეს სრული და ყოვლისმომცველი ხელისუფლება. ე.წ პრეზიდენტი მისია, ე.წ პრემიერ-მინისტრი მისია, ე.წ საპარლამენტო უმრავლესობა მისია, სასამართლოც, სუსიც და , ერთადერთი, რაც აკლია არის 113 კაცი. მგონია, რომ ეს 113 კაცი მარტო თავისთვის არ უნდა – იმ დავალებებისთვის, რაც შეიძლება მას დაევალოს ს ფედერაციიდან – ნეიტრალიტეტის გამოცხადება, რომელიმე ოკუპირებული ტერიტორიის სტატუსის ცვლილება … არ მგონია, რომ ივანიშვილი არჩევნების ჩატარებაზე მხოლოდ 78-ე მუხლის ამოღების გამო წავიდეს. თუ არჩევნებზე წავიდა თავისი წესებით და აკრძალული ოპოზიციით, ეს იქნება იმისათვის, რომ ძალიან ცუდ რამეს უმზადებენ ამ ქვეყანას, ამასთან, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან იქნება მიბმული“,- განაცხადა სანიკიძემ და ასევე დასძენს, რომ მოვლენების განვითარების კიდევ ერთი შესაძლო სცენარი შეიძლება რეფერენდუმს უკავშირდებოდეს.
როგორც მან აღნიშნა, შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვოს რეფერენდუმის ჩატარება ევროკავშირთან დაკავშირებით – „გსურთ თუ არა საქართველო გახდეს ნეიტრალური სახელმწიფო და ამოვიღოთ თუ არა 78-ე მუხლი“.
კითხვაზე, თუკი 2026 წლის გაზაფხულზე დაინიშნება არჩევნები, რა უნდა ქნას ოპოზიციამ, სანიკიძე პასუხობს, რომ თუ 2026 წლის გაზაფხულზე არჩევნები დაინიშნება, ოპოზიციამ უნდა ჩამოაყალიბოს საერთო პოზიცია, რადგან საკითხი „ძალიან დელიკატურია“.
სანიკიძის თქმით, ოპოზიციურ წრეებში უკვე მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა გადაწყვეტილება ერთიანად უნდა მიიღონ.
„ეს არის დელიკატური საკითხი. კარგია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციაში მსჯელობა მიმდინარეობს. ეს იმდენად სენსიტიური საკითხია, რომ ოპოზიციას უახლოეს მომავალში საერთო პოზიციის ჩამოყალიბება მოგვიწევს.
აქ დამტკიცდება ჩვენი სახელმწიფოებრივი აზროვნება, რადგან თუკი ვამბობთ, რომ ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს ს აღიარების საჭირო მანდატები, ამ დროსაც თუკი ოპოზიციამ თავი ვერ შეკრა, მაშინ არ ყოფილა საშველი“,- განაცხადა სანიკიძემ.