ლევან სანიკიძე: არც ისეა საქმე როგორც ქოცებს და რუსებს სურთ

“ოვალურ ოფისში ნანახმა სცენამ, რომელიც უფრო ქურდულ “რაზბორკას” წააგავდა, ნამდვილად ბევრი ადამიანის იმედგაცრუება გამოიწვია, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია.
მაგრამ გამოჩნდა ადამიანთა ნაწილი, განსაკუთრებით ხელისუფლების ქომაგთა მხარეს, რომლებიც ბედნიერები იყვნენ ნანახით, რაც მიუთითებს ამ პირების მხრიდან სამშობლოს ღალატისკენ მიდრეკილებას.
ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ქართველებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. საბჭოთა იმპერიაში ყოფნის დროს, ამერიკის პრეზიდენტად ისეთ ადამიანს ვეძებდით, რომელიც დაგვეხმარებოდა თავისუფლების, დამოუკიდებლობის მოპოვებაში. 1981 წელს ასეთი კაცი გამოჩნდა.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ამ საკითხზე კიდევ უფრო მეტი ყურადღების გამახვილება გვიწევს, განსაკუთრებით იმაზე, თუ რა მიდგომები აქვთ პრეზიდენტობის კანდიდატებს ს ფედერაციისა და პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ.
სწორედ ამითაა განპირობებული ის იმედგაცრუება რაც სა და 47-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ გაჩნდა. მაგრამ საბედნიეროდ აქაც არ ვართ მარტონი – მთელი დასავლური სამყარო გაოგნებულია იმ მიდგომებით, რაც გმირი უკრაინელებისა და მათი მთავარსარდლის მიმართ აქვთ.
ეს მოლაპარაკებები ასე მარტივად ვეღარ დასრულდება. თამი ახალი აქტორები შემოდიან, ჩვენ ვიღებთ “გამოფხიზლებულ” ევროპას და ევროკავშირს, რაც საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ კარგად აჩვენა თუ რას ნიშნავს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა, რითაც კიდევ უფრო მეტი სოლიდარობა დაიმსახურა, მათ შორის, ამერიკულ საზოგადოებაში. ის არ არის მარტო. უკრაინის გვერდით ბევრი მძლავრი სახელმწიფოა, რომელთა ლიდერებიც კარგად ხვდებიან თუ რა ტექტონიკურ კატასტროფას გამოიწვევს უკრაინის მარცხი.
ამიტომ, არც ისეა საქმე როგორც ქოცებს და რუსებს სურთ.🙃
დიდება გმირებს!
დიდება საქართველოს, დიდება ს!🇬🇪🇺🇦” – წერს სოციალურ ქსელში ლევან სანიკიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია