ლევან სამუშია – ყაველაშვილის ლოგიკაზე მსჯელობა ძნელია – პაპუაშვილს კი მინდა, ვუთხრა: თქვენი ორჯერ პრემიერ-მინისტრი რომ კორუფციაშია ჩაფლული, თავდაცვის მინისტრს ბრალი ედება ქართული ჯარის გაძარცვაში, ამის გამო ემიჯნებით?

თავიდან ბოლომდე კორუფციაში თავით ჩაფლულები, „ქართული ოცნების“ ორჯერ პრემიერ-მინისტრი რომ კორუფციაშია ჩაფლული, თავდაცვის მინისტრს ბრალი ედება ქართული ჯარის გაძარცვაში – ამის გამო მათ ემიჯნებით?, – ასე მიმართა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ „ქართულ ოცნებას“ და უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ს განცხადებას, რომლის თანახმად, თუ ორშაბათამდე არ მოხდება სგან გამიჯვნა, „მოქალაქეები“, „ძლიერი საქართველო-ლელო“ და „ალდე“ ტერორისტების მფარველებად იქნებიან მოხსენიებული.
როგორც სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, ხელისუფლების მიერ წამოყენებული მოთხოვნა აბსურდულია და მიზნად „ლელოზე“ შეტევას ემსახურება.
ის პაპუაშვილს ახსენებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ბრალდების საქმეებს.
როგორც ოპოზიციონერი აცხადებს, „ქართულმა ოცნებამ“ კოალიციური ფორმატი თვითონვე „მოსპო“, ხოლო ახლა ცდილობს არასწორი ნარატივის შექმნას.
„რას ითხოვენ, გარიცხეთო? მაქსიმალურად ცდილობენ „ლელოზე“ მიიტანონ შეტევა. თვითონაც კარგად იციან, რომ პარტია „ლელო-ძლიერ საქართველოს“ წევრი არ არის. ელისაშვილი არის თავისი პარტიის ხელმძღვანელი. თუ კოალიციაზე ვსაუბრობთ, ამათმა [ქართული ოცნება] მოსპეს და ამოიღეს. ეს იყო წინა საარჩევნოდ შექმნილი ფორმა. ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოვხატეთ. მინდა, ბატონ პაპუაშვილს ვუთხრა – რა ხდება ბატონო პაპუაშვილო, თავიდან ბოლომდე კორუფციაში თავით ჩაფლულები, თქვენი ორჯერ პრემიერ-მინისტრი კორუფციაში რომ არის ჩაფლული, თავდაცვის მინისტრს ბრალი რომ ედება ქართული ჯარის გაძარცვაში – ამის გამო ემიჯნებით?
დღე არ მახსოვს, რომ პარტიის ლიდერების პოლიტიკაში შემოსვლიდან სამართლებრივი დევნის ქვეშ არ იყვნენ გამოგონილი ბრალდებებით“,- განაცხადა სამუშიამ.
ამასთან, სამუშია ს განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ალეკო ელისაშვილის ქმედება და BBC-ის გამოძიება „ერთიან კონტექსტში ტერორისტული აქტია“ და ორივე „დაკვეთილი“ იყო.
სამუშიას თქმით, ყაველაშვილის განცხადების სერიოზულად განხილვა შეუძლებელია.
„ყაველაშვილის ლოგიკაზე გინდათ ვიმსჯელო? ძნელია ყაველაშვილის ლოგიკაზე მსჯელობა. გასაგებია საითაც უნდათ ამ ყველაფრის განვითარება – „ლელო-ძლიერ საქართველოს“ და მის ლიდერებზე გადმოტანა და დევნა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ განცხადება გავავრცელეთ. გამოვეხმაურეთ ამ ყველაფერს თავის დროზე“,- განაცხადა სამუშიამ.