ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად რუსულ დავალებებს ასრულებს – ეს ყოველივე ისტორიის შავი ფურცლებია

ეს ხდება ს დავალებით, ვინმე თუ ჰგონია რომ ეს არის შეცდომები, არა, ეს არის მიზან მიმართული მოქმედებები, – ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, ლევან სამუშია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას.
სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ისტორიის „შავი ფურცლები“ და საქართველოს შეურაცხყოფა უწოდა.
“ეს ყოველივე შავი ფურცლებია. როდესაც ანწუხელიძეზე მსგავს რაღაცას იტყვი, როდესაც ბედავ და 9 აპრილზე ამბობ, რომ „უცხო ძალამ“ გაჟლიტა და დახოცა მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ…. ანუ „უცხო ძალა“ – უცხოპლანეტელები არიან? პირველ რიგში, ეს არის საქართველოს შეურაცხყოფა და როდესაც ამ ყველაფერს აკადრებ შენს ამომრჩეველს და ეუბნები, რომ „უცხო ძალამ“ 9 აპრილი მოაწყო, რაღაც „გლობალური ომის“ პარტია არსებობს, უბრალოდ, ისტორიას აყალბებენ. ეს ხდება ს დავალებით, ვინმე თუ ჰგონია, რომ ეს არის შეცდომები, არა, ეს არის მიზანმიმართული მოქმედებები. ეს ჯერ კიდევ გავრილოვის ჩამოყვანით დაიწყო, ასე ვთქვათ, კბილი მოუსინჯეს საქართველოს მოქალაქეებს. ისინი ყოველდღიურად რუსულ დავალებებს ასრულებენ. როდესაც რუსეთს აქებენ, როდესაც რუსეთის მხარეს არიან – ქვეყნის, რომელმაც ჩვენ ქვეყანას უბედურების მეტი არაფერი მოუტანია ქვეყანამ, რომელმაც საქართველოს ავტოკეფალია გაუუქმა – ეს არის რუსეთი“, – განაცხადა სამუშიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება