ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ეს ხომ იმას ეწინააღმდეგება, რასაც ადრე იძახდა, ამით ხომ მოსახლეობის დიდ რაოდენობას გულს ატკენს

ს თუ მოუსმენთ, შეიძლება ვერაფერი ვერ გაიგოთ, მით უმეტეს მისთვის არა მშობლიურ ენაზე, ქართულად თუ ცდილობს აზრის გამოთქმას. თუმცა რამდენიმეჯერ გადახვევისა თუ დაკვირვების შემდეგ უკვე გეძლევათ შესაძლებლობა, რომ მიხვდეთ თუ რა უნდა. უფრო რთულია თუ იმაზე ფიქრს დაიწყებთ რატომ უნდა: ეს ხომ ამორალურია, ეს ხომ იმას ეწინააღმდეგება რასაც ადრე იძახდა, ამით ხომ მოსახლეობის დიდ რაოდენობას გულს ატკენს და ასე შემდეგ” – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის შესახებ, რომელმაც 2021 წლის 1 ოქტომბერს სააკაშვილის შეწყალებაზე უპასუხა “არა და არასოდეს”, ხოლო 2023 წლის 14 დეკემბერს თქვა, რომ უარი არ განუცხადებია.
ექსპერტის თქმით, სალომე ზურაბიშვილისთვის სამშობლო, ხალხი თუ საზოგადოება, არაფერს წარმოადგენს.
“სალომე ზურაბიშვილის თუ მოუსმენთ, შეიძლება ვერაფერი ვერ გაიგოთ, მით უმეტეს მისთვის არა მშობლიურ ენაზე, ქართულად თუ ცდილობს აზრის გამოთქმას. თუმცა რამდენიმეჯერ გადახვევისა თუ დაკვირვების შემდეგ უკვე გეძლევათ შესაძლებლობა, რომ მიხვდეთ თუ რა უნდა. უფრო რთულია თუ იმაზე ფიქრს დაიწყებთ რატომ უნდა: ეს ხომ ამორალურია, ეს ხომ იმას ეწინააღმდეგება რასაც ადრე იძახდა, ამით ხომ მოსახლეობის დიდ რაოდენობას გულს ატკენს და ასე შემდეგ. გაცილებით მარტივია გავიაზროთ რომ მისთვის, სულერთია ვინ რას და რატომ იფიქრებს, ზურაბიშვილისთვის მნიშვნელოვანია მას, პირადად რა გამორჩენა და სარგებელი ექნება. სალომე ზურაბიშვილისათვის სამშობლო, ხალხი თუ საზოგადოება, არაფერს არ წარმოადგენს, არც არაფერში ენაღვლება – მით უმეტეს თუ ფიქრობს, რომ საქართველო მისი არც სამშობლოა, ქართველი ხალხი და საზოგადოება არც მისი ხალხი და საზოგადოება. ენას კი, რაც შეეხება ქართულ ენას, არ არის ის მშობლიური მისთვის, თორემ გამართულადაც ისაუბრებდა და შეიძლება ქართულადაც ეაზროვნა. ბოლოს და ბოლოს ამდენ მავნებლობას არც ჩაიდენდა და არც მომავალში იფიქრებდა,” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპაში ვითარება გაუმჯობესდება, დაიძლევა როგორც ეკონომიკური, ასევე დემოკრატიული და ღირებულებითი კრიზისი, ჩვენ გვაქვს სურვილი, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა

როდესაც საგამოძიებო კომისიაზე არ მიდიხარ, ეს არის მძიმე სამართალდარღვევა, არის არაერთი ევროპული ქვეყანა, სადაც სანქცია არის კიდევ უფრო მკაცრი – „დიფ სთეითი საერთოდ არ ღელავს თავისი აგენტების ბედზე, მათ ხანდახან ურჩევნიათ კიდეც, ციხეში ჰყავდეთ საკუთარი აგენტები

ჩემთვის უმძიმესი მოსასმენი იყო რომან შამათავას მიერ დახვრეტილი და ზღვაში გადაგდებული პაატა ქარდავას შვილის მოსმენა, რა აქვს გადატანილი ხალხს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ან როგორ გაუძლეს ამხელა უბედურებას, თუმცა ბევრმა ვერ გაუძლო და გარდაიცვალა