ლევან ნიკოლეიშვილი: მარგუს ცაჰკნას გამწარებული დეზინფორმაციული ნარატივი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოში არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, ხოლო სხვა ყველა შეფასება ემსახურება კანონიერი ხელისუფლების დამხობას და დემოკრატიული პრინციპების დისკრედიტაციას

ლევან ნიკოლეიშვილი: მარგუს ცაჰკნას გამწარებული დეზინფორმაციული ნარატივი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოში ს შედეგები ლეგიტიმურია, ხოლო სხვა ყველა შეფასება ემსახურება კანონიერი ხელისუფლების დამხობას და დემოკრატიული პრინციპების დისკრედიტაციას
თუ ვინმე ემტერება დღეს ქართულ სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის მშვიდობას და სტაბილურობას, ეს ბალტიისპირელი პოლიტიკოსებია. ერთ-ერთი გამორჩეული ს საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა გახლავთ. ესტონეთისთვის, მისი საგარეო და ალბათ საშინაო პოლიტიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სიმძიმის ცენტრის საქართველოზე გადმოტანა, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.
მისივე თქმით, მარგუს ცაჰკნა თავდაყირა აყენებს ეუთო/ოდირის დასკვნას, რომელიც ავტორიტეტია როგორც -თვის, ასევე ევროპული ქვეყნებისთვის, სამაგიეროდ კი წინ წევს, IRI-ს შეფასებას, რომელმაც საკუთარი რეპუტაცია საქართველოში ისე გაინადგურა, რომ საზოგადოების ნდობა მათ მიმართ ნულის ტოლია.
“თუ ვინმე ემტერება დღეს ქართულ სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის მშვიდობას და სტაბილურობას, ეს ბალტიისპირელი პოლიტიკოსებია. ერთ-ერთი გამორჩეული ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა გახლავთ. ესტონეთისთვის, მისი საგარეო და ალბათ საშინაო პოლიტიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სიმძიმის ცენტრის საქართველოზე გადმოტანა. მიუხედავად იმისა რომ ეს ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირის წევრია, ს მიმართ მუდმივი შიში გააჩნია, ოღონდ კი საფრთხე გაანეიტრალოს მათთან არც სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობები არ შეუწყვეტიათ (ესტონეთის ყოფილი პრემიერისა და ახლა უკვე ევროკომისრის კაია კალასის მეუღლის შემთხვევა გავიხსენოთ), მიუხედავად ევროკავშირის ეგიდით სანქციების დაწესებისა. მარგუს ცაჰკნა არამარტო ღიად უჭერს მხარს რადიკალურ ძალებს საქართველოში, აკეთებს განცხადებებს, ჩამოდის და ანტისახელისუფლებო აქციებზე კეკლუცობს, ასევე მზად არის თავის დეზინფორმაციის გავრცელებით ხელი შეუწყოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის უტოპიურ იდეას. ამ მიზნით ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მედროშე ესტონელი მინისტრი თავიდან ბოლომდე თავდაყირა აყენებს ეუთო/ოდირის დასკვნას, რომელიც ავტორიტეტია როგორც აშშ-თვის, ასევე ევროპული ქვეყნებისთვის, სამაგიეროდ კი წინ წევს, IRI-ს შეფასებას, რომელმაც საკუთარი რეპუტაცია საქართველოში ისე გაინადგურა, რომ საზოგადოების ნდობა მათ მიმართ ნულის ტოლია. ავანტიურისტისა და საქართველოს მტრის მარგუს ცაჰკნა გამწარებული დეზინფორმაციული ნარატივი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოში არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, ხოლო სხვა ყველა შეფასება, განსაკუთრებით ახალი არჩევნების ჩატარება და ს მხარდაჭერა ემსახურება საქართველოში კანონიერი ხელისუფლების დამხობას და დემოკრატიული პრინციპების დისკრედიტაციას. საბედნიეროდ მარგუს ცაჰკანას ხელა ცალი ხელი რომ ჰქონდათ ისეთი მტრები მოგვინელებია, მასაც მარტივად მოვინელებთ, ერთი კია რაც უფრო მალე გვეტყვიან რომ ჩვენი მეგობრები არ არიან მით უფრო კარგია”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ჩინეთთან გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით, კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგმება, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით, რათა საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს

ყველამ კარგად ვიცით, რომ ენჯეოები პირდაპირ იყვნენ ჩართულები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, იყვნენ ჩართულები რევოლუციურ პროცესებში, დანარჩენი გამოძიების საქმეა და ყველა ვალდებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან

უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტი ეწვიოს გაეროს, ტექნიკური მიზეზიც აქვს ამ ყველაფერს, საარჩევნო რეჟიმია და მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, უშუალოდ ვარ ჩართული პროცესებში, შესაბამისად, ფიზიკურადაც რთულია ჩემთვის გაეროში სტუმრობა