ლევან ნიკოლეიშვილი: ერთი ეს დარჩათ ეკლესიებს დასანგრევად მიადგნენ, ამ ყველაფერს კი ხან ტოლერანტობით, ხანაც პროდასავლეთელობით ნიღბავენ

“არ მოსწონთ შალვა პაპუაშვილის განცხადება, სამაგიეროდ მოსწონთ, რომ ვიღაც ვიგინდარები პატრიარქს ჯაშუშს უწოდებენ და 7 იანვარს შობის აღნიშნავს ეწინააღმდეგებიან, ხატებსა თუ წმინდანებს შეურაცხყოფენ – ერთი ეს დარჩათ ეკლესიებს დასანგრევად მიადგნენ”, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიერ შალვა პაპუაშვილის განცხადებისადმი კრიტიკას.
ექსპერტის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები მათ ქმედებებს ხან ტოლერანტობით და ხანაც პროდასავლეთელობით ნიღბავენ.
“არ მოსწონთ შალვა პაპუაშვილის განცხადება, სამაგიეროდ მოსწონთ, რომ ვიღაც ვიგინდარები პატრიარქს ჯაშუშს უწოდებენ და 7 იანვარს შობის აღნიშვნას ეწინააღმდეგებიან, ხატებსა თუ წმინდანებს შეურაცხყოფენ – ერთი ეს დარჩათ ეკლესიებს დასანგრევად მიადგნენ. ამ ყველაფერს კი ხან ტოლერანტობით, ხანაც პროდასავლეთელობით ნიღბავენ. გასაგებია, რომ არც კაცის ეშინიათ და არც ღმერთის, თუმცა მოკითხვაც და განკითხვაც აუცილებლად მოუწევთ”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ, უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა

პრემიერი – საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით—ჩვენი მემკვიდრეობის,რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით