ლევან მუსელიანი – „ლილოს“ ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება – იყო ხანძრის სხვა ფართობზე გავრცელების საფრთხეც

მეხანძრე-მაშველებმა მოახდინეს ხანძრის ლიკვიდაცია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება, – ამის შესახებ თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა „ლილოს“ ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა, ხოლო რაც შეეხება ზარალს, ბაზრობის ტერიტორიის გარკვეული ნაწილია დამწვარი.
„მოგეხსენებათ ეს არის ბაზრობის ტერიტორია, ამიტომ აალებადი მასალა ძალიან ბევრია, რამაც დროში გააჭიანურა ხანძრის ქრობა. ხანძრის ქრობის პროცესი წარიმართა ნორმალურად. მეხანძრე-მაშველებმა მოახდინეს ხანძრის ლიკვიდაცია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება.
112-დან ინფორმაციის შემოსვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახდინეს რეაგირება და დროულად დაიწყებს ხანძრის ქრობა. ადგილზე მობილიზებული იყო 22 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა და 120-მდე მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ჩართულები იყვნენ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. რაც შეეხება დაზიანების ხარისხს, ბაზრობის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დამწვარია.
ხანძრის გადადების საფრთხე არსებობდა, რადგან ბაზრობის ტერიტორია ძალიან დიდია, აქედან გამომდინარე იყო საფრთხე იმისა, რომ ხანძარი გავრცელებულიყო სხვა ფართობზეც. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხდა ცეცხლის ლოკალიზება და შემდგომ ლიკვიდაცია.
აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის საბოლოო ქრობითი სამუშაოები, არის მხრჩოლავი კერები, სადაც შესულები არიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს დამუშავება“,- განაცხადა ლევან მუსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა