იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოსამართლე ლევან მურუსიძე „ფორმულასთან“ საუბარში გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის განცხადებებს.
მურუსიძე ამბობს, რომ მისი ბრალდებები აბსურდული და სასაცილოა. ალავიძემ ვიდეოჩანაწერში რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე ისაუბრა, მათ შორის – „მეტალურგიული ქარხნის“. ალავიძემ თქვა, რომ მაშინ კლანის წევრებმა კაფეში დაიბარეს და იყო „სუფთა ქურდული, ქუჩური გარჩევა“.
„მისი მთავარი მიზანი ყოფილა, რომ უცხოეთში მიეღო თავშესაფარი ხომ?! ისეთი აბსურდული თემაა… ეს არის განაწყენებული ადამიანი, რომელიც უზენაეს სასამართლოში რომ ვერ დარჩა მოსამართლედ, შესაბამისად… თუ რამე მტკიცებულებები აქვს, წარმოადგინოს. ბესო ალავიძესთან 12-13 წელია, საერთოდ არ მქონია კონტაქტი, საერთოდ არ შევხვედრილვარ და საერთოდ არავითარი შეხება მასთან არ მქონია. რამე მტკიცებულება თუ აქვს, წარმოადგინოს. ვერავითარი მტკიცებულება ვერ ექნება. მერე როგორ აბსურდულ რაღაცებს იძახის – ქალბატონებს აბრალებს, რაღაც ოთახში ჩამკეტესო, ტელეფონი არ მქონდა, მობილური, ვერ დავრეკეო. ქსელის ტელეფონიდან დაგერეკაო, რომ ეუბნებიან, არაო, ვერ დავრეკავდიო, ათას რაღაც ტყუილს, აბსურდულ ბრალდებას…
[…] როგორ გავურჩიე [საქმე], იძახის, რომ ჩემი ნების გარეშე წამიყვანეს კაფეშიო. რა საბარგულში ჩავტენე, მერე ხმამაღლა მიყვიროდნენო. [ჟურნალისტი: ანუ კაფეში ეს შეხვედრა შედგა?]
არა, არა, მე არაფერს არ ვამბობ. ქირურგთან ვიყავი შეთანხმებული, ოპერაცია უნდა გამეკეთებინა, თქვენ წარმოგიდგენიათ საქართველოში რომელიმე ქირურგი, რომ უთხრა, ერთი მოდი, თუ შეიძლება, ოპერაცია გამიკეთე, არაფერი არ მჭირს, მაგრამ მოდი, ერთი ოპერაცია გამიკეთე, წარმოგიდგენიათ?!
რა ზეწოლის გამო, ჯერ ერთი, ოპერაციის გაკეთება როდის ყოფილა საქმის აცილების საფუძველი. გაიკეთე ოპერაცია, გამოდი და განიხილე საქმე ხომ?! „რუსთავი 2-ის“ საქმეს მე მოვაწერე ხელი? რეებს მელაპარაკებით, რას ლაპარაკობთ. რომელი იძულებით მოხდა, სტრასბურგის გადაწყვეტილებამ ძალაში დატოვა. რას ნიშნავს რაღაცა ჩემი იძულებით, რაღაცას ხელს აწერ, მოსამართლე ხარ, ხომ?! ერთი კითხვა რატომ არ დაუსვეს, ანუ, თუ რაღაც ასეთი წინააღმდეგი იყავი, რატომ მოაწერე ხელი, ვინ შეაშინა. […]
3 წელი თბილისში დადიოდა, საერთოდ შევხვედრილვარ, გადავყრილვარ. არჩევნები რომ არის, უბრალოდ დაგჭირდათ რაღაც ხომ?! და შესაბამისად, ეს თემა წამოწიეთ. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, სასამართლო გახდა დამოუკიდებელი“, – ამბობს მურუსიძე.
