ლევან მეტრეველი – მოლდოვაში რეფერენდუმის შედეგები მოსალოდნელი იყო, ბოლო 10 წლის განმავლობაში პროევროპული და პრორუსული ძალების ბალანსი იყო 50-50-ზე – მოლდოვა მაინც გიგანტური ნაბიჯებით გვისწრებს, რადგან ევროკავშირი პროცედურების ნაწილია

ძალიან მძიმეა ამის აღიარება, მაგრამ მოლდოვასთან შედარებით, ჩვენ ძალიან უკან ვართ, იმ კანონების გამო, რომელიც ჩვენმა მთავრობამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიიღო , -ამის შესახებ მოლდოვასა და რუმინეთში ყოფილმა ელჩმა ლევან მეტრეველმა განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ მოლდოვაში ჩატარებული ს შეფასებისას განაცხადა, შედეგები გასაკვირი არ არის, რადგან ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული და პრორუსული ძალების ბალანსი სულ 50-50-ზე იყო.
„ეს შედეგი ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც მოდლოვას იცნობს, სრულად მოსალოდნელი იყო. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული და პრორუსული ძალების ბალანსი იყო 50-50-ზე. ასე იყო ყოველთვის. იყო წლები, როდესაც საერთოდ ვერ ირჩევდნენ პრეზიდენტს. მაშინ პრეზიდენტი პირდაპირი წესი არ ირჩეოდა, მას პარლამენტი ირჩევდა. პარლამენტში კი ხმები იყოფოდა 50-50-ზე“, – აღნიშნა მან.
ლევან მეტრეველის თქმით, მეორე ტურზე გასათვალისწინებელია, როგორც შიდა ასევე გარე ფაქტორები.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროევროპულმა ძალებმა და მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ მოსახლეობას კარგად აუხსნას ევროკავშირის სიკეთეები.
„გარე ფაქტორებში გასათვალისწინებელია ის, რომ რუსეთს ცუდად აქვს საქმე ში და ამასთან, ევროკავშირში არსებობს კონსენსუსი, რომ მოლდოვა, საქართველო და უკრაინა გახდენენ ევროკავშირის წევრები.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ სანდუმ არჩევნები ემიგრანტებში პირწმინდად მოიგო. ერთ-ერთი ტექნიკური გასაღები არის, ემიგრანტების მობილიზება“, – განაცხადა ლევან მეტრეველმა.
ამასთან, მეტრეველის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვაში რეფერენდუმზე 0.4 პროცენტით მეტი დააგროვა პროევროპულმა ნაწილმა, ქვეყანა მაინც „გიგანტური ნაბიჯებით გვისწრებს“, რადგან ევროკავშირი პროცედურების ნაწილია.
„რაც დღეს განგვასხვავებს ჩვენ და მოლდოვას, ძალიან მძიმეა ამის აღიარება, მაგრამ ჩვენ ძალიან უკან ვართ. იმ კანონების გამო, რომელიც ჩვენმა მთავრობამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიიღო. პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის და მათი არაფორმალური მმართველი ლიდერის რიტორიკას თუ შევხედავთ, როდესაც ისინი აცხადებენ რომ ამ კანონების შემდეგ გვექნება დიქტატურა , დასჯები , პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ეს ვერ გვადგება ევროკავშირისკენ მიმართულებით მოძრაობაში, ამიტომაც არის ჩვენი ევროინტეგრაცია შეჩერებული.
მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვაში [რეფერენდუმზე] 0.4 პროცენტით მეტი დააგროვა პროევროპულმა ნაწილმა, მაინც გიგანტური ნაბიჯებით გვისწრებს, რადგან ევროკავშირი პროცედურების ნაწილია. საქართველო მართლა იყო წინ, მაგრამ დღეს ვართ უკან ჩამორჩენილი“, – განაცხადა მეტრეველმა.
ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ოქმების 99%-ის დამუშავების შემდეგ მიღებული მონაცემებით, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი რეფერენდუმში მონაწილეების 50,28%-მა დაუჭირა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ვინ არის, ეს არის დამონების უახლესი იარაღი – 5 წუთის წინ კაცი ხარ და შეგიძლია თქვა: არა, მე უკვე ქალი ვარ, შენ უკვე არ იცი ვინ ხარ – მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ, ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის