ლევან მეტრეველი – თავდასხმა არის მხოლოდ სისუსტის გამოვლინება, მსგავსი მეთოდებით ვერ შეგვაშინებენ

დღევანდელი თავდასხმა არის მხოლოდ სისუსტის გამოვლინება, მსგავსი მეთოდებით ვერ შეგვაშინებენ, რადგან ვართ ძალიან ბევრი, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ჯანდაცვის მიმართულების მდივანმა, ლევან მეტრეველმა კარდენახში მომხდართან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ლევან მეტრეველი აღნიშნავს, თავდასხმის შედეგად მიიღო ტვინის შერყევა.
„ტვინის შერყევის სურათი ნამდვილად არის, ჰემატომა ნამდვილად არის და ახლა უნდა ვნახოთ თუ არის სახის ძვლების მოტეხილობა. მინდა მივმართო ყველას, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანებ და არა – ეს არის ის მცირედი ფასი, რაც მე დღეს გადავიხადე იმისათვის, რომ ქვეყანა სწორ გზას დაადგეს და ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე და ამ მეთოდებით ვერ შეგვაშინებენ, ეს არის მათი სისუსტის ნიშანი, მაგრამ იმდენი ვართ არც ჩვენი რუსეთში დაბრუნება გამოუვათ და არც ჩვენი შეშინება”, – აღნიშნა მან.
ამასთან, მეტრეველმა თავდასხმის დეტალები გაიხსნება და აღნიშნა, რომ თავს ორი პირი დაესხა, შესაბამისი კადრები არსებობს და ამოცნობაც შეუძლია.
„დღის განმავლობაში ეს ამბავი არ ყოფილა, ჩვენ ვიყავით რამდენიმე ადგილას, მათ შორის ბაზრებში, სადაც პირიქით, იყო ძალიან თბილი შეხვედრა, ადამიანები გაღიმებულები გვხვდებოდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ რუსული რეჟიმი უნდა დასრულდეს. როგორც ჩანს, გვაკვირდებოდნენ, არ მოეწონათ ეს ყველაფერი და დღის ბოლოს გადაწყვიტეს, რომ პროვოკაცია მოეწყოთ და კიდევ გავიმეორებ, რომ მსგავსი მეთოდებით ისინი ვერ შეგვაშინებენ.
მე თავს დამესხა ორი ადამიანი, მეორე ადამიანს ვერ ვხედავდი, მაგრამ ძირითადი აქტორი ვინც იყო ამ თავდასხმის, მისი ამოცნობა შემიძლია და თან არსებობს კადრები და ამოცნობაც შესაძლებელია“, – განაცხადა ლევან მეტრეველმა.
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, პარტიის ლიდერებს სოფელ კარდანახში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს “ქართული ოცნების” აქტივისტები თავს დაესხნენ. ჯანდაცვის მიმართულების მდივანს, ლევან მეტრეველს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს.