ლევან მგალობლიშვილმა გაგრის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, ს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიას და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, გაგრის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
„დღეს არის გაგრის დაცემის დღე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ 1992 წელს გაგრაში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას. ჩვენი ვალია, გვახსოვდეს გმირები და ყველაფერი გავაკეთოთ მათი სახელების უკვდავსაყოფად“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, გმირთა მოედანზე საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავასა და ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას ბიუსტები ყვავილებით შეამკო.
გმირთა მემორიალთან აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – სიტყვის კაცი ვარ და საქმეს ვერ ნახავთ, სადაც ვთქვი და ვერ გავაკეთე – როცა ანაკლიაში ხელი შემეშალა, გამოვედი და ვთქვი, თავს ზემოთ ძალებმა გააჩერეს ეს ყველაფერი, ისეთი ძალები ჩაერივნენ, შეუძლებელი იყო

ელენე ხოშტარია – ხალხში არის ცვლილების ჩამოყალიბებული სურვილი, ჩვენი ამოცანაა, ეს სურვილი მშვიდად და წყნარად განვახორციელოთ – პრეზიდენტთან ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით არ გვისაუბრია

თამარ კორძაია – ჩვენმა ბრძოლამ ემიგრანტების ხმის დაცვასთან დაკავშირებით, შედეგი გამოიღო – მოვიპოვეთ 800-ზე მეტი ადამიანის ხმა, ეს ჩვენი პირველი წარმატებაა და გავაგრძელებთ ბრძოლას თითოეული ხმისთვის