ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი წარადგინა

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა გახდა. ახალი მინისტრი თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ნდობა დღეს გამოუცხადეს.
“ლაშა ქარდავას სხვადასხვა სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
1996-2005 წლებში მუშაობდა სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციაში სხვადასხვა პოზიციებზე.
2005-2006 წლებში იყო თბილისის საგადასახადო სამსახურის აუდიტის განყოფილების მთავარი ინსპექტორი.
2006-2015 წლებში აუდიტორული ფირმა შპს „კოლხი 2005“-ის აუდიტი.
2010 წლიდან – შპს „გლობალ აუდიტის” დირექტორი – პარტნიორი
2015-2016 წლებში ს.ს “გუდვილის” სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული აუდიტისა და მონიტორინგის კომიტეტის ფინანსური ანალიზის სპეციალისტი.
2019 წლიდან – შპს „ჰეალაინ ინტერნეიშენელის“ ფინანსური მენეჯერი, 2023 წლიდან – შპს „აბგრეიდ კონსტრაქშენის“ შიდა აუდიტისა და კონტროლის მენეჯერი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ნდობა დღეს გამოუცხადეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ლევან მგალობლიშვილი დაინიშნა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა