ლევან მგალობლიშვილი – ჩემი არჩევანი მშვიდობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ გავაკეთე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, დღეს თავისი არჩევანი აბაშაში განთავსებულ მე-7 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
ამის შესახებ ინფორმაციას ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. ეს დღე ჩვენი ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს, ტერიტორიების გამთლიანებას და მის ღირსეულ წევრობას ევროკავშირში.
მე ხმა სწორედ ასეთ მომავალს მივეცი და ჩემი არჩევანი მშვიდობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ გავაკეთე, რათა ჩვენმა შვილებმა სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყანაში იცხოვრონ.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობა, მათი პასუხისმგებლობის ფარგლებში სწორ არჩევანს გააკეთებს, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოებს ჩვენ მთავარ მიზანთან, ქვეყნის გაერთიანებასთან“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა, რომლის კომენტარსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო უწყება – მხარდაჭერას ვუცხადებთ ელჩ პეტერ ფიშერსა და გერმანელ კოლეგებს – „ქართული ოცნების“ მხრიდან მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული რიტორიკა ღრმად შემაშფოთებელია

რომეო მიქაუტაძის ყოფილი თანამშრომელი – ჩვენი ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძე “მომავლის ენერგიის” და “ნახიდურის” პროექტებს ფლობდა – როცა საქმე ეხებოდა ამ კომპანიების საკითხებს, თანამშრომლები მახსენებდნენ, რომ ამ პროექტებს ფლობდა ბატონი რომეო