აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათი ცნობით, ღონისძიებაზე ვეტერანებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ მიმართეს.
ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.
„დღეს შევხვდით ღირსეულ ვეტერანებს, მივულოცეთ მათ 10 წლის იუბილე. შეუფასებელია მათი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე და მინდა, რომ კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით, მივულოცო მათ დღევანდელი დღე და ჯანმრთელობა ვუსურვო“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.