ლევან მგალობლიშვილი სპორტის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

აფხაზეთის ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სპორტის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ლევან მგალობლიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.
“მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი კობახიძეს და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” გამოცხადებული ნდობისთვის. სპორტის მინისტრის მოადგილეობა არის შესაძლებლობა, ჩემს გუნდთან ერთად ვემსახურო ჯანსაღი ცხოვრების წესს.ასევე, მინდა ვუთხრა ჩვენს დროებით დევნილ მოსახლეობასა და ახალგაზრდებს, რომ მე, ნებისმიერი პოზიციიდან ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები თქვენს გვერდით”, – წერს მგალობლიშვილი.
შეგახსენებთ, ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 2 ივნისს დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა