ლევან მგალობლიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილი საქართველოში ს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა.
ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო და ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების სისტემატური დარღვევის შემთხვევებზე ისაუბრა.
„ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.
შეხვედრაზე ასევე, სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.