ლევან მგალობლიშვილი ბათუმში მცხოვრებ დან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც ბათუმში მცხოვრებ დან დროებით დევნილ მოქალაქეებს შეხვდა.
როგორც აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მგალობლიშვილმა ლეონიძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა საცხოვრებელი მოინახულა და მოსახლეობის საჭიროებს და არსებულ გამოწვევებს პირადად გაეცნო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, და განათლება.
ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთიდან დროებით დევნილ პირებს აფხაზეთის მთავრობის პროგრამების ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ სამინისტროების თითოეული პროგრამა მაქსიმალურად მათ საჭიროებებსა და პრიორიტეტებზეა მორგებული და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლების მიერ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები მუდმივ ხასიათს ატარებს. ადგილზე გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ეფექტური რეაგირების მიზნით, რეგიონებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“