ლევან მგალობლიშვილი – აფხაზური ენა იუნესკოს გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენების სიაშია შეტანილი და საქართველოს ხელისუფლება მის დაცვაზე მუდმივად ზრუნავს

აფხაზური ენა იუნესკოს გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენების სიაშია შეტანილი და საქართველოს ხელისუფლება მის დაცვასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს, – ამის შესახებ ს მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აფხაზური ენის დასაცავად კიდევ უფრო მეტი ღონისძიება განხორციელდება.
„27 ოქტომბერი არის აფხაზური ენის დღე. საქართველოს კონსტიტუციით აფხაზურ ენას, ქართულთან ერთად, ს ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს მინიჭებული. აფხაზური ენა იუნესკოს გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენების სიაშია შეტანილი და საქართველოს ხელისუფლება მის დაცვასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს. აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში აფხაზური ენა არჩევითი საგნის სახით ისწავლება და ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტი ღონისძიებები განვახორციელოთ მის დასაცავად.
აფხაზური ენა ჩემთვისაც ძვირფასი და მშობლიურია და ვულოცავ ამ დღეს ყველას. დარწმუნებული ვარ, მალე შევძლებთ ერთმანეთთან ისევ დაახლოებას, ტკივილების მოშუშებას და მშვიდობიან და აყვავებულ ქვეყანაში ყველა ერთად ცხოვრებას“, – განაცხადა მგალობლიშვილმა.
საქართველოში აფხაზური ენის დღე 2007 წლიდან აღინიშნება.

ასევე დაგაინტერესებთ

საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური – დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია – პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა მასთან, ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან