ლევან მგალობლიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რობერტ გერშნერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ავსტრიის ელჩს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო და გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა.
მათივე ცნობით, ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.
შეხვედრაზე სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს, რომელიც დროებით დევნილი მოსახლეობის კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს