ლევან მახაშვილი – ჩვენი მოლოდინი ევროკავშირთან, ისევე როგორც სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში არის ის, რომ მათ აქ ეყოლებათ ადამიანები, რომლებიც ელჩის ფუნქციებს შეასრულებენ და არა პოლიტიკოსის

ჩვენი მოლოდინი ევროკავშირთან, ისევე როგორც სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში არის ის, რომ მათ აქ ეყოლებათ ადამიანები, რომლებიც ელჩის ფუნქციებს შეასრულებენ და არა პოლიტიკოსის, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროკავშირის ელჩის, ს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, მიუღებელია, როდესაც ელჩები პროკურორის თუ მოსამართლის როლში გამოდიან.
„გვახსოვს, როდესაც ელჩები პოლიტიკურ როლებს ასრულებდნენ – ასევე გვახსოვს, სამწუხაროდ, როგორ დასრულდა ეს ურთიერთობები (როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე ელჩებისთვის). ამიტომ, ჩვენ ვისურვებდით, რომ პოლიტიკოსების ნაცვლად, რომლებიც ისედაც მრავლად გვყავს შიდა პოლიტიკაში, ამ ადამიანებმა ის როლი შეასრულონ, რისთვისაც მოვლენილი არიან ამ ქვეყანაში. თუ რაიმე სხვა კითხვა აქვს ელჩს ან მის წარმომადგენელ რომელიმე წევრ სახელმწიფოს, მათ შეუძლიათ -ს მიმართონ, დეტალურად ნახონ თითოეულ ადამიანთან დაკავშირებით ყველა მტკიცებულება, ვიდეო/ფოტო თუ სხვა ტიპის, რომელიც ამ ადამიანზე შეიძლება იყოს, ასევე შეუძლიათ დაესწრონ სასამართლო სხდომებს, მაგრამ როდესაც თავად გამოდიან პროკურორის თუ მოსამართლის როლში, ეს ნაწილი და ეს კომპონენტი ჩვენთვის მიუღებელია. ვისურვებდით, რომ ეს ურთიერთობები იყოს არა ის, რასაც ვხედავთ – პოლიტიკოსების, პროკურორების თუ მოსამართლეების მანტიით რომ გვესაუბრებიან, არამედ ჯდებოდეს დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში“, – განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას.
„როგორც უკვე დიდი ხანია ვამბობთ, ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას, რომელიც უკვე, თითქმის, სამი თვეა გრძელდება. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე ვმუშაობთ. ევროკავშირის შემთხვევაში სანქციების დაწესება ერთსულოვნებას მოითხოვს. სამწუხაროდ, ეს ერთსულოვნება არ არსებობს. არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ერთსულოვნებას არ უერთდებიან, მაგრამ ჩვენი ხელმძღვანელობა ცდილობს. ვიცი, რომ არის მცდელობა საქართველოში იმ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან. დღეისთვის, ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის ერთსულოვნება არ არსებობს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.