ლევან მახაშვილი – სრული აბსურდია, როცა ადამიანებს ასანქცირებენ იმ მიზეზებით, რაც არის მითითებული – მხოლოდ ერთი განცდა გვრჩება, განსაკუთრებით ლაშას შემთხვევაში, რომ პირად შურისძიებასთან, რაღაც ტიპის ვენდეტასთან გვაქვს საქმე

მგონი, ცხადი გახდა საზოგადოებისთვისაც, რა აბსურდთან გვაქვს საქმე – ჩვენ მხოლოდ ერთი განცდა გვრჩება, განსაკუთრებით ლაშას შემთხვევაში, რომ პირად შურისძიებასთან, რაღაც ტიპის ვენდეტასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ დასანქცირებულ პირებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ცდილობენ, ისეთ ადამიანებს დაარტყან, რომლებიც განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობენ საზოგადოებაში.
„ჩვენ არც მანამდე, სანამ ეს ინფორმაცია გამოქვეყნდებოდა, გვქონდა რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი, რომ სწორი ან გამართული არგუმენტებით შეეცდებოდნენ მათი გადაწყვეტილების ახსნას. მით უმეტეს, როდესაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, მე მგონი, ცხადი გახდა საზოგადოებისთვისაც, რა აბსურდთან გვაქვს საქმე. სრული აბსურდი, როდესაც ადამიანებს ასანქცირებენ იმ მიზეზებით, რაც არის მითითებული. ჩვენ მხოლოდ ერთი განცდა გვრჩება, განსაკუთრებით ლაშას შემთხვევაში, რომ პირად შურისძიებასთან, რაღაც ტიპის ვენდეტასთან გვაქვს საქმე. ცდილობენ, ისეთ ადამიანებს დაარტყან, რომლებიც განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობენ საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ის არგუმენტები, რომ ვინმე სადღაც სხვაგან ისეთ ქვეყანაში, იმ მოქალაქეებთან, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ არც ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, არც ევროკავშირთან, რაიმე ინციდენტს ჰქონოდა ადგილი, რა თქმა უნდა, ეს არის სრული აბსურდი. არ ვიცი, სანქციების ისტორიაში თუ შეიძლება მსგავსი მაგალითის მოძიება საერთოდ. ეს აჩვენებს, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საბაბი იმისა, რომ აქ, საქართველოში შექმნან პოლიტიკური დღის წესრიგი და შექმნან ის ხმაური, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე. რეალურად, ცდილობენ რომ შექმნან ხმაური, რომ თითქოს, რაღაც ხდება. რეალურად, ხდება ის, რომ რამდენიმე სახელმწიფო და ის მმართველი ძალა, რომელიც ამ სახელმწიფოებს მართავენ, ცდილობენ, ამოეფარონ ევროკავშირის ინსტიტუტებს, ჩვენს პარტნიორ მსხვილ ორგანიზაციებს, რომ ამით შექმნან პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში და ამით საქართველოს მოსახლეობის აზრების მანიპულირება მოახდინონ. სინამდვილეში, არაფერი გამოვა. ეს არის ერთი კინოს გაგრძელება. ეს კინო ნანახი გვაქვს,” – განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ს მიერ სანქცირებულ პირებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმაზე, თუ რის გამო დაეკისრათ მათ შეზღუდვები.
„პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტის ამჟამინდელი წევრები და ყოფილი დეპუტატი: , მონაწილეობდა აბუ-დაბის ჯგუფურ ძალადობაში; ვიქტორ სანიკიძე, მონაწილეობდა აბუ-დაბის ჯგუფურ ძალადობაში; გელა სამხარაული, მონაწილეობდა აბუ-დაბის ჯგუფურ ძალადობაში; ლაშა ტალახაძე, გამოირჩევა აგრესიულობით; , გამოირჩეოდა აგრესიულობით და სიძულვილის ენით, იყო ლატვიის ყოფილი საპატიო კონსული,” – აღნიშნულია განცხადებაში.