ლევან მახაშვილი იტალიის ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, საქართველოში იტალიის ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.
„იტალიის ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოსთან მეგობრულ და საქმიან გარემოში განვიხილე იტალიასა და საქართველოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა. აგრეთვე, ვისაუბრეთ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობებზე,“- წერს ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, შეხვედრაზე, ასევე მიმოიხილეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ამ მხრივ საქართველოს პარლამენტის მიერ გადადგმული ნაბიჯები.
„იტალიის ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოსთან მეგობრულ და საქმიან გარემოში განვიხილე იტალიასა და საქართველოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა. აგრეთვე, ვისაუბრეთ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობებზე.
მიმოვიხილეთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ამ მხრივ საქართველოს პარლამენტის მიერ გადადგმული ნაბიჯები.
იტალიის ელჩს მადლობა გადავუხადე საქართველოს მხარდაჭერისთვის“,- წერს ლევან მახაშვილი.
Next: კლინიკაში აცხადებენ, რომ თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაპირების მიუხედავად, რომ ელჩი აღარ გადადგამდა მარგინალურ და დიპლომატიურ ნორმებთან შეუთავსებელ ნაბიჯებს, ბატონი ფიშერი გუშინ ისევ რუსთაველზე გამოჩნდა და რადიკალების მიმართ სიმპათია საჯაროდ გამოხატა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის შესახებ

იტალიური გამოცემა Verita-ს ცნობით, უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციული სკანდალი მოსალოდნელი იყო, როგორც ჩანს, ამ ფაქტის მიხედვითაც, უკრაინა საქართველოზე გაცილებით წინ არის ევროინტეგრაციის გზაზე