ლევან მახაშვილი – ევროსაბჭო კი არ არის შეშფოთებული, შეშფოთებულია ევროსაბჭოს ზოგიერთი წევრი, პოლიტიკოსი, რომელიც ამჯერად ევროსაბჭოს ინსტიტუტებს იყენებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის – წუხან და ცივი წყალი შემიძლია შევთავაზო

ევროსაბჭო კი არ არის შეშფოთებული, შეშფოთებულია ევროსაბჭოს ზოგიერთი წევრი, პოლიტიკოსი, რომელიც ამჯერად ევროსაბჭოს ინსტიტუტებს იყენებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის – წუხან და ცივი წყალი შემიძლია შევთავაზო, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რეზოლუციის პროექტს, რომელსაც დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარადგენენ.
მისი შეფასებით, აღნიშნული რეზოლუციის პროექტი „სავსეა ტყუილებით“.
„აქ სამწუხაროდ, საუბარი გვაქვს ისევ იმ პირებზე, რომლებიც საპარლამენტო ს წინ ჩართული იყვნენ იმ სპეცოპერაციაში, რაც ქართულ სახელმწიფოს მოუწყვეს არჩევნებთან და ს დაკვირვებასთან დაკავშირებით. სწორედ ეს პირები – ზინგერისები, ბულაები და ა.შ. კოლექტიურად ეს ადამიანები არიან დაინტერესებული, რომ რა პროცესებიც დღეს მიდის სახელმწიფოში – გარდაქმნა და გაჯანსაღება – ეს პროცესები არ მოხდეს და ისევ კოლექტიური „ნაცმოძრაობისა” და მისი წარმომადგენლების პოლიტიკური სივრციდან გარიყვა არ მოხდეს კონსტიტუციური პროცესის გზით. არავინ ძალით არავის არ წევს, აქ სამართლებრივი და კონსტიტუციური პროცესია. საკუთარ ქვეყანაში რა პროცესებიც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, იმაზე მაღალი სტანდარტით იქნება საკონსტიტუციო პროცესი და ამ გზით ხდება მათი პოლიტიკური სივრციდან გაწევა.
წავიკითხე ეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც სავსეა ტყუილებით. ეს გაფუჭებული ტელეფონით თამაშს ჰგავს. ერთი რომ მეორეს ეტყვის, მეორე მესამეს, მესამე მეოთხეს და ერთმანეთისგან სრულიად სხვა რეალობამდე ჩავდივართ. თუ რამე სალაპარაკო აქვთ, რეზოლუციებით და განცხადებით ლაპარაკის ნაცვლად, ესაუბრონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას”, – განაცხადა მახაშვილმა.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდა რეზოლუციის იმ ნაწილს, სადაც საუბარია თვითმმართველობის არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვებაზე, მახაშვილმა აღნიშნა, რომ „იმ ადამიანებს, ვისაც მართლა აღელვებს ქართული არჩევნები და მართლა აქვთ სურვილი, რომ მიიღონ მონაწილეობა თუნდაც სადამკვირვებლო პროცესში, ჩვენი კარი მათთვის მუდამ ღია იქნება“.
„წუხან და ცივი წყალი შემიძლია შევთავაზო. მათი არჩევანი იყო ეს, საპარლამენტო არჩევნების დროს მათი წარმომადგენლები აქ იყვნენ და ვნახეთ, რა იყო მათი რეალური ნაბიჯები. იმის ნაცვლად რომ პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდნენ თავიანთ სადამკვირვებლო ფუნქციას, პირდაპირ პოლიტიკურ სპეცოპერაციაში იყვნენ ჩაბმული. ამიტომ, თუ წუხან, სიმართლე რომ ვთქვა, მე საერთოდ არ ვწუხვარ მათ წუხილზე. მათ თავიანთი როლი აქვთ, ჩვენ როგორც ხელისუფლებას, ჩვენი როლი და პასუხისმგებლობა გვაქვს მოსახლეობის წინაშე. იმ ადამიანებს, ვისაც მართლა აღელვებს ქართული არჩევნები და მართლა აქვთ სურვილი, რომ მიიღონ მონაწილეობა თუნდაც სადამკვირვებლო პროცესში, ჩვენი კარი მათთვის მუდამ ღია იქნება. მათთვის, რომლებიც არჩევნებს ერთგვარ პოლიტიკურ იარაღად ხედავენ, რა თქმა უნდა, თავიანთი იდეების განხორციელებას ჩვენ ვერ მივცემთ”, – აღნიშნა მახაშვილმა.
ევროსაბჭოში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლები ედიტე ესტრელა (პორტუგალია-სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფი) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი) წარადგენენ რეზოლუციას: „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“.
რეზოლუციის პროექტის ტექსტში აღნიშნულია, რომ ასამბლეა ძალიან წუხს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს მის შეშფოთებას და რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რომლებსაც იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება.
რეზოლუციის პროექტში, ასევე აღნიშნულია, რომ ასამბლეა გმობს განსხვავებული პოლიტიკური აზრის მიმდინარე და დაუნდობელ ჩახშობას, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით და სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ცალკეული მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ბოროტად გამოყენებით. ასამბლეა მიიჩნევს, რომ ეს ჩახშობა ამწვავებს ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს, არღვევს ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებებს და აღრმავებს მის დემოკრატიულ უკუსვლას.